logo_geo
ყველაზე მაღალი ხე მსოფლიოში
- +

27 აპრილი. 2018. 22:27

 

 

ამ საკვოიას საკუთარი სახელი აქვს. მას ჰიპერიონი ჰქვია და ალბათ, იმსახურებს კიდეც ასეთ პატივს. ნატურალისტებმა კრის ატკინსმა და მაიკლ ტეილორმა ის 2006 წლის ზაფხულში აღმოაჩინეს, როდესაც კალიფორნიაში, რედვუდის ნაციონალური პარკის მოშორებულ ადგილებს იკვლევდნენ.

 

ამ საკვოიას სიმაღლე 115 მეტრი და 61 სანტიმეტრია. ის ამ დრისთვის დედამიწაზე არსებული ყველაზე მაღალი ცოცხალი ხეა. მისი ასაკი 700-800 წელია. შესაძლოა, ეს ხე ნორჩი ნერგი იმ პერიოდში იყო, როდესაც საქართველოში ლაშა-გიორგი მეფობდა.

 

 

წყარო: http://2020news.ge

 

 

 

big_banner
არქივი