logo_geo
საჰარაში აღმოჩენილია ნავთობის მარაგები - საინტერესო ფაქტები საჰარაზე!
- +

28 აპრილი. 2018. 02:26

 

 

საჰარის უდაბნოს სახელწოდება ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე I საუკუნეში მოიხსენიება. „საჰარა“ არაბულად სწორედ უდაბნოს ნიშნავს.

 

საჰარის უდაბნოს ფართობი შეიძლება შევადაროთ თვით აშშ-ის ტერიტორიის ფართობს. თუმცა, საჰარაში მოსახლეობა მხოლოდ 2,5 მილიონ ადამიანს შეადგენს, ეს კი ნიშნავს, რომ დაახლოებით 2 კვადრატულ კილომეტრზე მხოლოდ 1 ადამიანი ცხოვრობს.

 

ადამიანები უდაბნოში წყაროებთან ცხოვრობენ, სადაც შესაძლებლობა აქვთ მიწათმოქმედებას და მეცხოველეობას მიჰყონ ხელი.

 

საჰარის უდაბნოს ყველაზე მაღალი წერტილი ჩადის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა - ესაა ემიკუსის მთა. წარმოუდგენლია, მაგრამ მთის მწვერვალზე, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 3 415 მეტრია, თოვლი დევს.

 

ხანდახან ხდება ისეც, რომ თოვლი ფარავს უდაბნოს მნიშვნელოვან ნაწილს. მაგალითად, 2018 წლის იანვარში თოვლი მოვიდა ალჟირის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. თოვლის საფარის სიმაღლე 40 სანტიმეტრს შეადგენდა, თუმცა, უკვე რამდენიმე საათში თოვლის კვალიც კი არსად ჩანდა.

 

ადამიანების უმრავლესობას, ვინც უდაბნოში არასოდეს ყოფილა, ეს ადგილი უსიცოცხლო ჰგონია. მაგრამ ეს ასე არაა: საჰარაში ბინადრობს დაახლოებით 4 000 სახეობის ცხოველი, რომლებიც უდაბნოს მკაცრ პირობებთან კარგად არიან ადაპტირებულები - მაგალითად, ეთიოპიური ზღარბი, რომელსაც შეუძლია ორი თვე გაძლოს საჭმლის გარეშე.

 

გარდა ამისა, საჰარა მდიდარია სასარგებლო მინერალებით. აქ აღმოჩენილია: ნავთობისა და გაზის უამრავი მარაგი, სპილენძისა და რკინის საბადოები, ასევე ოქრო, ვოლფრამი და ურანი. ამასთან, თანამედროვე საჰარის ტერიტორია ოდესღაც საცხოვრებლად ძალიან ხელსაყრელი იყო, აქ ცხოვრობდა მესაქონლეების, მიწათმოქმედებისა და მონადირეების მრავალრიცხოვანი ტომები.

 

დაახლოებით 6 ათასი წლის წინ აქ კლიმატი შეიცვალა, გახდა მშრალი. მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები. ძველი ქალაქები, რომლებიც მრავალი საუკუნე არსებობდა, რამდენიმე მეტრი სიმაღლის უდაბნოს ქვიშით დაიფარა.

 

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ საჰარის ტერიტორია მუდმივად ფართოვდებოდა. თუმცა, კოსმოსოდან გადაღებული ფოტოების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ უდაბნოს ფართობი შეიძლება გაიზარდოს და ასევე შემცირდეს კიდეც.

 

მცენარეებს, რომლებიც უდაბნოში ხარობენ, ფესვები 20 მეტრამდე სიღრმეში აქვთ გადგმული. მხოლოდ ასე იღებენ მცენარეები მათთვის სასიცოცხლო წყლის მარაგს.

 

ქალაქ თეგაზიში შეგიძლიათ იხილოთ მარილისგან აგებული სახლები. ადგილობრივ მცხოვრებლებს არ ეშინიათ, რომ მათ სახლებს წვიმა დაადნობს, რადგან ნალექი აქ ძალიან იშვიათად მოდის.

 

ყოვეწლიურად საჰარაში ტარდება ქვიშიანი მარათონი - ეს არის დამქანცველი შეჯიბრი, რომლის მონაწილეებმა 6 დღის განმავლობაში 243 კმ ქვიშიანი გზა უნდა გაიარონ. მიუხედავად დამღლელი პირობებისა, შეჯიბრზე ასეულობით მონაწილე იყრის თავს, გამარჯვებული კი დაახლოებით 4 500 დოლარის ოდენობის პრიზს მიიღებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი