logo_geo
ხუთი ფაქტორი, რომელიც წონაზე მოქმედებს
- +

30 აპრილი. 2018. 16:38

 

ბევრი მიიჩნევს, რომ გახდომა მხოლოდ ნებისყოფაზეა დამოკიდებული, თუმცა სამედიცინო კვლევები სულ სხვას ადასტურებენ. BBC ყურადღებას 5 მოულოდნელ ფაქტორზე ამახვილებს, რომელსაც ადამიანის წონაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

 

  1. ნაწლავების მიკრობიომი

 

ჯილიანი და ჯეკი ტყუპები არიან, თუმცა ერთი და მეორეზე 41 კილოგრამით ნაკლებს იწონის.

 

პროფესორი ტიმ სპეკტორი ტყუპების შესაწავლის პროგრამის ფარგლებში მათ 25 წელია აკვირდება. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მათ შორის წონაში სხვაობა პატარა მიკროორგანიზმებით აიხსნება - ეს არის მიკრობები, რომლებიც ჩვენს ნაწლავებში ცხოვრობენ.

 

„ყოველთვის, როდესაც თქვენ მიირთმევთ, თქვენ კვებავთ მილიარდობით მიკრობებს. თქვენ არასდროს ჭამთ მარტო“, - ამბობს სპეკტორი.

 

ანალიზებით დადგინდა, რომ გამხდარ დას უფრო მრავალფეროვანი ნაწლავის ფლორა ჰქონდა, ვიდრე მეორეს.

 

იმისთვის, რომ გავამდიდროთ საკუთარი მიკრობიომი, უნდა დავიცვათ ჯანსაღი და მრავალფეროvანი დიეტა. მაგალითად:

 

შვრიის ქატო, ხილი, მათ შორის კენკრა და მსხალი. ბოსტნეული, როგორიცაა ბროკოლი და სტაფილო. ლობიო, ნიგოზი.

 

  1. მემკვიდრეობა

 

რატომ ხდება ისე, რომ ადამიანების ნაწილი სხვადასხვა დიეტას იცავს, რეგულარულად ვარჯიშობს, თუმცა მაინც ვერ იკლებს წონაში, როდესაც ბევრი ადამიანი თითქმის არაფერს აკეთებს, თუმცა მაინც კარგ ფორმაშია.

 

კემბრიჯის უნივერისტეტის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ 40-70%-ით ჩვენი წონა დამოკიდებულია გენებზე, რომელიც ჩვენი მშობლებისგან გვერგო.

 

  1. ვახშამი მტერს?

 

არის გარკვეული სიბრძნე ამ ძველ ანდაზაში „საუზმე თავად მიირთვი, სადილი მეგობარს გაუყავი, ვახშამი კი მტერს დაუთმე“, თუმცა არა იმ გაგებით, როგორც თქვენ ფიქრობდით.

 

სპეციალისტი ჯეიმს ბრაუნი ამბობს, რომ რაც უფრო გვიან მივირთმევთ, მეტი შანსია, რომ გავსუქდეთ. და არა იმიტომ, რომ ღამით ნაკლებად აქტიურები ვართ, როგორც ამას ბევრი ფიქრობს, არამედ ჩვენი ბიოლოგიური საათების გამო.

 

„ჩვენი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ კალორიებს უფრო ეფექტურად დღის საათებში უმკლავდება, ვიდრე ღამით“, - განმარტავს ბრაუნი.

 

  1. როგორ მოვატყუოთ ტვინი

 

სოციოლოგიური ჯგუფის „Behavioural Insights Team“-ის მონაცემებით, ბრიტანელები არ აკვირდებიან, რამდენ კალორიას იღებენ. მეცნიერები მავნე ჩვევების დასავიწყებლად რამდენიმე რჩევას გასცემენ.

 

ნუ გააჩერებთ სახლში ჯანმრთელობისთვის მავნე „სასუსნავებს“. ჩაანაცვლეთ ისინი ხილით ან უფრო სასარგებლო საკვებით.

 

ნუ დაჯდებით ტელევიზორის წინ 1 შეკვრა ორცხობილით, დადეთ თეფშზე იმდენი ორცხობილა, რამდენის ჭამასაც აპირებთ (მაგალითად, ორი).

 

მიირთვით ნაკლებად კალორიული გაზიანი სასმელები ან შეამცირეთ რაოდენობა.

 

  1. ჰორმონები

 

ბარიატრიული ქირურგიის წარმატება მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ ამ დროს კუჭი პატარავდება, არამედ იმაშიც, რომ, ოპერაციის შემდეგ ჰორმონალური ფონი იცვლება.

 

ჩვენს მადას ჰორმონები აკონტროლებენ და ექიმებმა დაასკვნეს, რომ ბარიატრიული ქირურგია სიმსუქნის ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალებაა, რადგან ამ შემთხვევაში ჰორმონები, რომლებიც გვაიძულებენ თავი დანაყრებულად ვიგრძნოთ, უფრო ბევრია, ხოლო ჰორმონები, რომლებიც შიმშილის გრძნობას იწვევს, მცირდება.

 

თუმცა ბარიატრიული ოპერაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდება, თუ ადამიანის სხეულის მასის ინდექსი არანაკლებ 35-ს შეადგენს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი