logo_geo
როგორ აღვზარდოთ ბიჭი ნამდვილ მამაკაცად
- +

1 მაისი. 2018. 12:41

 

 

სუსტი სქესის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ დღეს ძალიან ძნელია ნამდვილი მამაკაცის პოვნა, სამაგიეროდ, ბავშვის აღზრდა ნამდვილ მამაკაცად შესაძლებელია, თუ ის თქვენი შვილია. პატარის აღზრდით როგორც დედა, ისევე მამა უნდა დაკავდეს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მამის როლი ამ შემთხვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ის აღმზრდელობითი მეთოდები, რომლებიც პატარა ბიჭს მამაკაცად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

 

ბავშვის აღზრდისას ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია. პატარა, რომელსაც მშობლების სითბო არ აკლია, მეგობრული, ალერსიანი და ყურადღებიანი იზრდება. სხვა შემთხვევაში ბავშვი მშობლებისგან მიღებულ ემოციურ სიცივეს ითავისებს და თავადაც გულგრილი ხდება ყველას მიმართ. შემდგომში კი საკუთარ თავში ჩაკეტილი, უხეში და არაკონტაქტური იზრდება.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ბიჭუნა მხოლოდ თავად არ უნდა იყოს სიყვარულის ობიექტი. ბავშვს მშობლებმა უნდა ასწავლონ საკუთარი გრძნობების მართვა, სიყვარულის სხვა ადამიანებისათვის გადაცემა, გაზიარება. მშობლებმა ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უნდა ასწავლონ თანაგრძნობა და დახმარების გაწევა ყოველგვარი ანგარების გარეშე.

 

რაც უფრო იზრდება ბიჭი, მით უფრო მეტი ინტერესი უჩნდება ყველაფრის მიმართ, შეეცადეთ, მის ყოველ ინიციატივასა თუ სურვილს დადებითად შეხვდეთ. აუცილებლად შეაქეთ იგი, თუკი რაიმე კარგად გამოსდის.

 

დადებითად შეხვდით თქვენი ბიჭუნას დამოუკიდებლობას, მამაკაცისთვის ხომ ყველაზე ადრეული ასაკიდანაც კი დამახასიათებელია ლიდერობისაკენ სწრაფვა. ბიჭუნას პატარაობიდანვე უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად ფიქრის საშუალება, საკუთარი შეხედულებები, გადაწყვეტილების მიღების უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

იმისათვის, რომ შვილს არჩევანის თავისუფლების შეგრძნება გამოუმუშავდეს, მიეცით საშუალება, ნორმის ფარგლებში ჩაერთოს ოჯახური თემების გადაჭრის საკითხებში, ხოლო თუ გსურთ, რაიმე სთხოვოთ მას, ესაუბრეთ შეთავაზებებით და არა ბრძანებებით. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ბავშვი ჩამოყალიბდეს ჩაკეტილ, უინიციატივო ადამიანად, რომელსაც არაფერი სურს და არაფრისკენ ილტვის.

 

ბავშვობიდანვე მიაჩვიეთ და შეაყვარეთ პატარას მამაკაცური სპორტის სახეობები. ამ საქციელით, თქვენ მასში მამაკაცურ თვისებებს განავითარებთ. შესაძლებელია თავადვე შეუდგინოთ მას პატარა სავარჯიშო პროგრამა. მაგალითისათვის – ერთი აზიდვა იატაკიდან, ერთი ბუქნი და ერთი მუცლის ვარჯიში. ამასთანავე აღნიშნული ვარჯიში უნდა გაკეთდეს ყოველდღიურად. ერთი კვირის შემდეგ ვარჯიშის რაოდენობის გაზრდაც შეიძლება. გახსოვდეთ, ბავშვი როგორიც თამაშშია, ისეთივე იქნება მუშაობის დროს, როდესაც გაიზრდება.

 

ასწავლეთ ბიჭუნას საკუთარი მაგალითებით. ვერავითარი ნოტაციები ვერ დაგეხმარებათ მის სწორად ჩამოყალიბებაში, თუ თავად თქვენ ამბობთ ერთს და აკეთებთ მეორეს. გახსოვდეთ, რომ ბიჭისათვის მშობლების ურთიერთდამოკიდებულება წარმოადგენს ეტალონს გოგონებთან მიმართებაში, შემდგომ ქალებთან და შემდგომ მეუღლესთან.

 

არ გალანძღოთ შვილი, თუ მას რაიმე არ გამოსდის. შეეცადეთ, აუხსნათ ან აჩვენოთ, როგორ უნდა გაკეთდეს ესა თუ ის. ბიჭის ქება აუცილებელია, თანაც ხშირად. ცნობისათვის, ყველაზე ხშირ შემთხვევაში ძლიერი მამაკაცები სუსტ დედებს ეზრდებათ. დედა ბუნებრივად შედარებით რბილია, სუსტი სქესი თავად საჭიროებს ყურადღებასა და დაცვას. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დედას მარტოს უხდება ბიჭის აღზრდა, მოზარდი ადრეული ასაკიდანვე იძენს ზრდასრული მამაკაცის პასუხისმგებლობასა და თვისებებს.

 

ბიჭები დაახლოებით 6 წლის ასაკიდან ავლენენ ყურადღებას ყველაფერ მამაკაცურის მიმართ. ისინი ამ ასაკიდან უკვე ცდილობენ მამასთან და პაპასთან უფრო მეტი დროის გატარებას და ბაძავენ მათ. ოჯახში სწორედ მამა უნდა იყოს ნორმალური ქცევის გამტარებელი. ნებისმიერ შემთხვევაში 6 წლის შემდეგ იგი აქტიურად უნდა ჩაერთოს საკუთარი ბიჭის აღზრდაში.

 

ისეირნეთ თქვენს ბიჭთან ერთად, აჩვენეთ ქალაქის ყველა ლამაზი ადგილი. შესაძლოა, სამომავლოდ ეს მას გამოადგეს კიდეც. პატარა უნდა შეამზადოთ იმისათვის, რომ იგი წლების შემდეგ თავადაც გახდება ოჯახის თავი.

 

წყარო - icode.ge

 

 

big_banner
არქივი