logo_geo
ინოვაციური გამოგონება ტექსტური შეტყობინების გასაგზავნად
- +

1 მაისი. 2018. 13:11

 

 

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ტექსტური შეტყობინების გადაცემის საინტერესო მეთოდს მიაგნეს. ამ მომენტისთვის მათ ერთი მოწყობილობიდან მეორეზე მოკლე ინფორმაციული გზავნილების გადაცემა არც მეტი, არც ნაკლები ძმარისა და მინის საწმენდი სითხის საშუალებით შეძლეს.

ქიმიური პეიჯერი მუშაობის დროს იყენებს ბინარულ კოდს, სადაც ნულებისა და ერთეულების ნაცვლად მას შემოაქვს ნივთიერებათა პულსაცია. თავდაპირველად მეცნიერები შეტყობინებას წერენ მიკროკომპიუტერზე, რომელიც მიერთებულია სპეციალურ მოწყობილობაზე. ეს ტექნოლოგიური გამოგონება ტექსტის გაგზავნის შემდგომ გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს და PH სენსორით გადადევნის რეზერვუარში. სენსორი ზომავს ხსნარს  და აგზავნის მონაცემებს სხვა კომპიუტერზე, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული შეტყობინების გაშიფვრას.

 

რამდენიმე წლის წინ ეს მკვლევარები ცდილობდნენ მსგავსი მეთოდით ინფორმაციის გადაცემას, – შეტყობინებას  fossbytes.com – მაგრამ მინის საწმენდი სითხისა და ძმრის ნაცვლად იყენებდნენ არაყს.

 

თანამედროვე მესენჯერის ვარიანტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი გაცილებით სწრაფად მუშაობს. ჩვეულებრივ წყლის სისტემაზე აგებულ პეიჯერს გარკვეული პრობლემები ჰქონდა ინფორმაციის გადაცემის პროცესში: სითხეზე არაყის დამატების შემდგომ კი მოწყობილობამ საერთოდ შეწყვიტა შეტყობინებების მიღება.

 

 

წყარო - icode.ge

 

 

 

big_banner
არქივი