logo_geo
„სამყაროში ყველაფერს თავისი სიმღერა აქვს“- ინდიელების სიბრძნე
- +

29 დეკემბერი. 2016. 01:21


 

1. კარგი ადამიანი კარგ ნიშნებს ხედავს.

 

2. იმისათვის, რომ საკუთარი თავის გაიგონო, საჭიროა ჩუმი დღეები.


3. თუ შეატყვე, რომ მკვდარ ცხენს მიაჭენებ - ჩამოდი!


4. ის, ვინც ჩუმად არის, ორჯერ მეტი იცის, ვიდრე მოლაყბემ.


5. ბევრი საშუალება არსებობს საიმისოდ, რომ სკუნსის სუნი აგდიოდეს.


6. „გარდაუვალია" - მხოლოდ გარდაცვალება.


7. სანამ სხვა ადამიანების განსჯას დაიწყებ, ჯერ საკუთარ ნაკვალევს დახედე.


8. სამშობლო - არის იქ, სადაც თავს კარგად გრძნობ.


9. თუ რამე გაქვს სათქმელი, ფეხზე ადექი, რომ დაგინახონ.


10. მტერი ყოველთვის არ არის მტერი და მეგობარი - მეგობარი.


11. ნუ განსჯი სხვას მანამ, სანამ მისი ფეხსაცმელით ორი დღე და ღამე არ ივლი.


12. სამყაროში ყველაფერს თავისი სიმღერა აქვს.


13. ბავშვი - შენი სახლის სტუმარია: გამოკვებე, ასწავლე და გაუშვი.


14. კარგად ნათქვამი სიტყვა სჯობს მიზანში ნასროლ ნაჯახს.


15. მკვდარ თევზსაც კი შეუძლია დინების მიმართულებით ცურვა.


16. ცხოვრება მიედინება შიგნიდან გარეთ. ამ აზრს თუ მიყვები თავად გახდები ჭეშმარიტება.


17. სული ბედნიერი ვერ იქნება, თუ თვალებს ცრემლი არ უნახავს.


18. სიკვდილი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ სამყაროთა შორის გადასვლა.


19. ესაუბრე ბავშვებს მაშინ, როცა ჭამენ და შენი ნათქვამი მათთან დარჩება შენი წასვლის შემდეგაც.

 

20. როცა დაინახავ, რომ გველი თავდასხმას გიპირებს - დაარტყი პირველმა.


21. ადამიანმა თავად უნდა დაამზადოს საკუთარი ისრები.


22. თეთრკანიან ადამიანს ზედმეტად ბევრი უფროსი ჰყავს.


23. ბოძზე მიბმული ცხენი ძალებს რომ ვერ მოიკრებს ხომ იცი?


24. დედამიწაზე ყველაფერს აქვს თავისი მიზანი, ყოველ ავადმყოფობას - წამალი, რომელიც მას კურნავს, ხოლო ყოველ ადამიანს - დანიშნულება.


25. ბაყაყი იმ წყალს არ სხვამს, რომელშიც ცხოვრობს.


26. მითხარით - და მე დავივიწყებ, მაჩვენეთ - და მე შევძლებ დამახსოვრებას, დამაინტერესეთ - და გავიგებ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი