logo_geo
ვინ რამდენ ხანს უნდა ივარჯიშოს - რეკომენდაცია
- +

1 მაისი. 2018. 22:23

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის და ამერიკელებისათვის ფიზიკური დატვირთვის სახელმძღვანელოს რეკომენდაციებში მითითებულია, რომ უფროსებისათვის ნორმაა: ზომიერი ინტენსივობის აერობული (კარდიო) დატვირთვები სულ ცოტა 150 წუთი კვირაში (მაგალითად, სწრაფი სიარული, აკვააერობიკა და ცეკვა) ან მაღალი ინტენსივობის   აერობული დატვირთვები სულ ცოტა 75 წუთი კვირაში (მაგალითად, სირბილი და ფეხბურთი).

 

თუ თქვენ ძლიერად ვარჯიშობთ უფრო მეტ დროს, ამან ზიანი არ უნდა მოგაყენოთ, პირიქით, შესაძლოა ნაადრევი სიკვდილის რისკი შეგიმციროთ. თუ თქვენ ამ ნორმის შესრულებას ვერ ახერხებთ, მინიმალურად მაინც უნდა ივარჯიშოთ. მოძრაობა ყველა შემთხვევაში უფრო სასარგებლოა, ვიდრე უმოძრაობა.

 

მათთვის, ვინც ახლა იწყებს სპორტულ ცხოვრებას, თავიდანვე დიდი დატვირთვა რეკომენდებული არ არის. ვარჯიშის სასურველ ხანგრძლივობას თანდათან უნდა მიუახლოვდეთ. თუ რაიმე დაავადების გამო გადაადგილება გიჭირთ, ექიმების რჩევაა იყოთ იმდენად აქტიური ფიზიკურად, რამდენადაც მდგომარეობა ამის შესაძლებლობას გაძლევთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი