logo_geo
ისრაელში დავით და სოლომონ მეფეების სასახლის ნანგრევები აღმოაჩინეს
- +

4 მაისი. 2018. 15:39

 

ისრაელში არქეოლოგებმა გათხრებისას მიაკვლიეს „მმართველთა რეზიდენციას“, რომელიც ბიბლიური მეფე დავითისა და მისი ვაჟის, სოლომონის ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებს ააშკარავებს. ამის შესახებ Fox News წერს.

 

სახლი იუდეის მთისწინეთში მიმდინარე გათხრებისას იპოვეს. მისი ფართობი დაახლოებით 224 კვადრატული მეტრია. შენობას ღრმა საძირკველი ჰქონდა. მშენებლობისა და მოპირკეთებისას ძვირადღირებული მასალაა გამოყენებული.

 

სოლომონი იყო ისრაელის სამეფოს მეფე ძვ. წ. 965 - ძვ. წ. 928 წლებში. იყო დავითის ძე და თანამმართველი ძვ. წ. 967 - ძვ. წ. 965.

 

აღმოჩენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ის უარყოფს მოსაზრებას, თითქოს დავითი და სოლომონი მითოლოგიური არსებები იყვნენ, რომელთაც არასდროს უცხოვრიათ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი