logo_geo
მკვლელი ტბა, რომელმაც ერთ ღამეში 2000-მდე ადამიანი შეიწირა
- +

4 მაისი. 2018. 18:57

 

ის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ანომალიური ადგილია. ზღვის დონიდან 1091 მეტრზე მდებარეობს. მისი სიგრძე - 2 კმ, ხოლო სიგანე 1,2 კმ-ია. 208 მეტრის სიღრმის ფსკერის ქვეშ გაზის დიდი მარაგია.

 

ეს საშინელი ტრაგედია 1986 წელს, ცენტრალური აფრიკის დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფოში კამერუნში მოხდა. სწორედ აქ მდებარეობს კრატერული წარმოშობის ნიოსის ტბა.

 

1986 წლის 21 აგვისტოს კამერუნში მიწისძვრამ ნიოსის ფსკერის ქვეშ არსებული აირების წყლის ზედაპირზე ამოსვლა და გაზის ღრუბლის წარმოქმნა გამოიწვია.

 

მომწამვლელმა აირმა ტბის გარშემო, 27 კმ-ის რადიუსში ყველა ცოცხალი არსება (2000-მდე ადამიანი და 3000-მდე შინაური ცხოველი) გაანადგურა. გადარჩენა მხოლოდ მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა ექვსმა ადამიანმა მოახერხა.

 

მსგავსი ტრაგედია კამერუნში 1984 წლის 15 აგვისტოსაც დატრიალდა. ამჯერად, მომწამვლელი ნახშირორჟანგის ამოფრქვევა მანუნის ტბიდან მოხდა და 37 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი