logo_geo
7 რამ, რაც შესაძლოა არ იცოდეთ კაქტუსებზე
- +

5 მაისი. 2018. 03:56

 

კაქტუსი ყოველთვის ეკლიანი როდია, თუმცა ძველბერძნულიდან ის ითარგმნება, როგორც ეკლიანი მცენარე.

 

არსებობს მითი იმის თაობაზე, რომ კაქტუსი არასდროს იღუპება

 

ეს მართალი არ არის, კაქტუსის დაღუპვა ადვილი შესაძლებელია ბევრი მორწყვთ, ცუდი გრუნტითა და ასევე ცუდი დრენაჟით.

 

 

კაქტუსი ყვავის?

 

დიახ, ყველა კაქტუსი ყვავის, თუმცა ზოგიერთი მათგანი უფრო ხშირად ყვავის.

 

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ კაქტუსმა იყვავილოს?

 

3-4 წილდან დაწყებული კაქტუსმა ყოველ წელს უნდა იყვავილოს. თუ ის ქოთანში გაქვთ და მრავალი წლის განმავლობაში არ უყვავილია, სავარაუდოდ არაფერი შეიცვლება. ყვავილობისთვის კაქტუსი უნდა ექვემდებარებოდეს ბუნებრივ ციკლს,

ზამთარში მას უნდა ეძინოს ხოლო გაზაფხულზე უნდა იყვავილოს.

 

ზამთარში კაქტუსი უნდა მოათავსოთ გრილ, მაგრამ ნათელ ადგილას. მორწყვა უნდა შეწყვიტოთ. გაზაფხულის მოსვლისთანავე გადაიტანეთ მზიან და თბილ ადგილას და განაახლეთ მორწყვა.

 

რომელი ჯიში გამოადგებათ დამწყებ მეყვავილეებს

 

იაპონური მთვარის კაქტუსი ჰიმნოკალიციუმი, ყვითელი ან წითელი ფერის. კაქტუსის წვერი ყვავილი როდია, თუმცა მთელი წელი დეკორატიულად გამოიყურება.

 

 

 

ოპუნცია ძალიან ადვილი მოსავლელია და მთელი წელი ეფექტურად გამოიყურება.

 

ასევე ადვილი მოსავლელია მამილარია. ადვილი მოსავლელია და კარგადაც ყვავის.

 

 

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ხელები არ დავიჩხვლიტოთ

 

სასურველია კაქტუსთან სქელი ხელთათმანით იკონტაქტოთ.

 

 

ყველა კაქტუსი ეკლიანია?

 

არა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კაქტუსი უდაბნოში იზრდება, თუმცა არსებობს ტყის კაქტუსიც, რომელსაც ეკლები არ აქვს. თუმცა უეკლო ოთახის კაქტუსი თითქმის არ არსებობს.

 

რამდენ ხანს ცოცხლობს კაქტუსი

 

ველურ ბუნებაში კაქტუსმა შესაძლოა 100 წელიც კი იცოცხლოს. შენობაში ის 10 და ცოტა მეტი წელი ცოცხლობს. ბებერი კაქტუსი არც ისე ესთეტიკურად გამოიყურება.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი