logo_geo
პროფესიები, რომელიც 10 წელიწადში გაქრება
- +

5 მაისი. 2018. 13:43

 

 

თანამდროვე ტექნოლოგიები ყოველწლიურად უფრო მეტ ადამიანს ანაცვლებს სამუშაო პოზიციებზე და ადამიანებს მუდმივად უწევთ, აითვისონ ახალი პროფესიები, სადაც ადამიანის რესურსს ჯერ კიდევ არ შექმნია საფრთხე ტექნოლოგიების განვითარების გამო.

 

Bleu Bloom-მა გამოაქვეყნა იმ პროფესიების სია, რომელიც მომდევნო ათწლეულში გაქრება და დიდი ალბათობით, ამ სფეროებში დასაქმებულ ადამიანებს სხვა უნარების განვითარებაზე მოუწევთ მუშაობა.

 

  1. მოლარე - სხვადასხვა მაღაზიები უკვე ნერგავენ თვითმომსახურების სერვისს, სადაც მოლარეს ვერ ნახავთ. ასეთია, მაგალითად, Amazon-ის ჭკვიანი მაღაზია აშშ-ში.

 

  1. სამოგზაურო აგენტი - სხვადასხვა საიტები უკვე ძალიან მარტივად სთავაზობენ მოგზაურობის მსურველ ადამიანებს, თავად დაგეგმონ ყველაფერი; შეიძინონ ბილეთები, დაჯავშნონ სასტუმროები და ა.შ. ამისთვის შუამავალს უკვე ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს.

 

  1. ტაქსის ოპერატორი - ბოლო დროს არაერთი ტაქსის კომპანია მომხმარებლებს გამოძახების მარტივ გზას, - აპლიკაციას სთავაზობს, შესაბამისად, მსგავს კომპანიებში ადამიანის რესურსი ოპერატორის პოზიციაზე, საჭირო აღარაა.

 

  1. ფოსტალიონი - წერილების კარდაკარ დარიგებას მეილები წარმატებით ანაცვლებს, შესაბამისად, არაა გარიცხული, ამ პოზიციებზე დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებს ტექნოლოგიებმა საფრთხე შეუქმნას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი