logo_geo
მშობლების შეცდომები, რის გამოც შვილები ეჭვიანები ხდებიან
- +

6 მაისი. 2018. 20:21

 

არაერთ ბავშვს ახასიათებს ეჭვიანობა. შესაძლოა, ეს თავიდანვე არ ვლინდება, მაგრამ საკმარისია დედამ მეორე შვილი გააჩინოს და ბავშვიც „მტრულად“ განეწყობა ახალდაბადებული პატარას მიმართ. ცხადია, ბავშვის ხასიათი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ ხშირად მშობლები თავად იწვევენ ეჭვიანობას შვილებში. საიტმა Momjunction გამოაქვეყნა იმ შეცდომების ჩამონათვალი, რაც ბავშვში ეჭვიანობის განცდას აჩენს.

 

ბავშვის იგნორირება - პატარებს ყოველთვის უნდათ, ის შეამჩნიონ, უთხრან კომპლიმენტი, შეუქონ ნახატი ან ნაძერწი. როცა მას ეს ყველაფერი აკლია, პირველივე შესაძლებლობისას გადააბრალებს ამ გარიყვას სხვა ობიექტს. ეს შეიძლება იყოს ახალდაბადებული და ან ძმა, ან თუნდაც, შეიძლება დაიწყოს ეჭვიანობა თქვენს მეგობრებზე.

 

ზედმეტი ზრუნვა - როცა მშობელი შვილზე გადამეტებულად ზრუნავს, მის მაგივრად აკეთებს არჩევანს, უმზადებს ყველაფერს, რის მომზადება და გაკეთებაც უკვე ბავშვს უნდა მიანდოს, - ეს სამომავლოდ ბავშვის განვითარებაზე ცუდად აისახება. ამ შემთხვევაში, როცა მშობლები შემდეგ შვილს გააჩენენ, შესაძლოა მცირედით, მაგრამ მაინც მოაკლდება უფროსს ზრუნვა. ბავშვი უკვე უძლურია ისეთი პრობლემების გადაჭრისას, რასაც ადრე სხვები უგვარებდნენ. უმწეობის განცდა კი მას ეჭვიანობამდე მიიყვანს და იფიქრებს, რომ მისი „გარიყვის“ მიზეზი უმცროსი დედმამიშვილია.

 

აღზრდის ავტორიტარული მეთოდი - როცა ბავშვს ახსნა-განმარტების გარეშე აძლევენ ბრძანებებს, რომელიც უპირობოდ უნდა შეასრულოს, მას უქვეითდება თვითშეფასება და დროთა განმავლობაში აუცილებლად ჩამოუყალიბდება განცდა, რომ მას და ან ძმა სჯობს. დაბალი თვითშეფასება კი ეჭვიანობისთვის ძლიერი საფუძველია.

 

შვილების ერთმანეთთან შედარება - მშობელმა არასდროს არ უნდა გაუსვას ერთის უპირატესობას ხაზი იმის დასამტკიცებლად, რომ მასთან შედარებით მეორეს რამე კარგად ვერ გამოსდის. ეს ზრდის მეტოქეობას მათში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი