logo_geo
ათი ყველაზე რეიტინგული ანიმაციური ფილმი
- +

6 მაისი. 2018. 21:37

 

 

  1. მოჩვენებების მიერ გატაცებული - იაპონელი რეჟისორის, ჰაიაო მიაძაკის ეს სურათი 2001 წელსაა გადაღებული. ფილმი სულების სამყაროში მოხვედრილი გოგონას თავგადასავალზეა, რომელიც ცხოველებად გადაქცეული მშობლების დახსნას ცდილობს. ფილმს 57 ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის: „ოსკარი“ და „ცეზარი“.

 

  1. კოკო - ლი ანკრიჩისა და ედრიან მოლინას ანიმაციური ფილმი 2017 წელსაა გადაღებული. ფილმის მთავარი გმირი პატარა მექსიკურ სოფელში ოჯახში ცხოვრობს და მუსიკოსობაზე ოცნებობს, თუმცა მის ოჯახში მუსიკა წყევლად ითვლება. ფილმი „ოსკარის“, „ოქროს გლობუსისა“ და „ბაფტას“ სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულია.

 

  1. მეფე ლომი - 1994 წელს გადაღებული „დისნეის“ ამერიკული ანიმაციური ფილმი წლებია არ კარგავს პოპულარობას. ფილმის ბიუჯეტი 79 მილიონი იყო, თუმცა შემოსავალმა 771 მილიონს გადააჭარბა.

 

  1. ციცინათელების სასაფლაო - რეჟისორ ისაო ტაკაჰატას და სტუდია „გიბლის“ ანიმაციური ფილმი ობლად დარჩენილი ბავშვების ისტორიას მოგვითხრობს. ფილმი იაპონელი მწერლის, აკიუკი ოსაკას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული.

 

  1. შენი სახელი - 2016 წელს გადაღებული მელოდრამა გოგოსა და ბიჭის ამბავია, რომლებიც ძილში უკავშირდებიან ერთმანეთს. ფილმს 14 ჯილდო აქვს მიღებული.

 

 

  1. უოლ-ი - უოლ-ი მიტოვებულ დედამიწაზე უკანასკნელი რობოტია. იგი დანაგვიანებული დედამიწის დასუფთავებას ცდილობს და თანდათან ადამიანურ თვისებებს იძენს. ფილმს 90 პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის – „ოსკარიც“.

 

  1. 7. პრინცესა მონონოკე - სტუდია „გიბლის“ ეს სურათი 1997 წელსაა გადაღებული. ფილმი ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირსა და ამ კავშირის ნგრევის შედეგებზეა. ფილმი ორი ნაწილისგან შედგება.

 

  1. სათამაშოების ისტორია - ჯონ ლასეტერის 1995 წელს გადაღებული ეს სურათი ბავშვების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვაზე სცემს პასუხს – ცოცხლობენ თუ არა სათამაშოები? რა მოსდით მათ მას შემდეგ, როცა ბავშვები იზრდებიან?

 

  1. ზევით - 2009 წელს „ოსკარის“ ორ ნომინაციაში გამარჯვებული ანიმაციური ფილმი ბუზღუნა მოხუცზეა, რომელიც მთელი ცხოვრების ოცნების ახდენას გადაწყვეტს.

 

  1. სათამაშოების ისტორია: დიდი გაქცევა - „სათამაშოების ისტორია“ გრძელდება, ბიჭი გაიზარდა, უკვე კოლეჯში გეგმავს წასვლას, სათამაშოები კი თავის მომავალზე ფიქრობენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი