საბედნიეროდ, უკვე დიდი ხანია აღარც საბჭოთა კავშირის წევრი ვართ და აღარც მადონას სერვიზია ქართველი დიასახლისების საოცნებო ჭურჭელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გასულ საუკუნეში გავრცელებული, თანაც ძალიან პოპულარული ნივთები აღარ არსებობს ან უკვალოდ გაქრა.

საბჭოთა დროინდელი ნივთები დღემდე არ კარგავს პოპულარობას და საკმაოდ ძვირადაც ფასობს. კოლექციონერებს მათზე ნამდვილი ნადირობა აქვთ გამოცხადებული.

წარმოგიდგენთ საბჭოთა კავშირის დროინდელ 10 ნივთს, რომელთაგან ერთს მაინც თითქმის ყველა ქართულ ოჯახში იპოვით.

 

1. ხორცის დასაკეპი მანქანა

 

 

 

თუ ბავშვობაში კარტოფილის პიურესა და კატლეტს ხშირად მიირთმევდით, აუცილებლად გემახსოვრებათ ეს საკეპი მანქანა, რომელიც ხრახნიანი ფეხით მაგიდას უმაგრდებოდა. მის ასამუშავებლად ხელი გავარჯიშებული უნდა გქონდათ.

 

2. მედლები

 

 

სხვადასხვანაირი მედლები, რომლებიც თითქმის ყველა ოჯახში უხვად მოიპოვება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მეორე მსოფლიო ომში საქართველომ მართლაც უდიდესი მსხვერპლი გაიღო.

 

3. მუსიკალური ფირფიტები

 

 

ამ ძველმა მუსიკალურმა ფირფიტებმა დღეს დეკორატიული ფუნქცია შეითავსა და ხშირად მათ კედელზე გამოფენილს ხშირად ნახავთ.

 

4. ვერცხლის დანა-ჩანგალი

 

 

ამ ვერცხლის დანა-ჩანგალმა 90-იან წლებში უამრავი ოჯახი შიმშილისაგან იხსნა. თავის გამოსაკვებად ოჯახები, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ღირებულ ნივთს, მათაც ჰყიდდნენ ხოლმე.

 

5. სახლის ტელეფონი

 

 

ძველი ნივთების მოყვარულები ასეთი ტელეფონს დღემდე იყენებენ.

 

6. თუნუქის ქილები

 

 

 

თუნუქის ქილები, რომლებშიც დღეს ღილებს, ნემსსა და ძაფს, ძველ მედლებს თუ სხვა წვრილმანებს ვინახავთ.

 

7. მადონას სერვიზი

 

 

 

მადონას სერვიზი ფაიფურის ჭურჭელია, რომელიც საბჭოთა კავშირში ყველა ოჯახისათვის საოცნებო ნივთი იყო. პიანინო, ბროლის ვაზა და მადონას სერვიზის ქონა დიდ პატივად ითვლებოდა.

 

8. წიგნები

 

 

თუ რამე არსებობს, რასაც მართლა ყველა ოჯახში ნახავთ, ეს საბჭოთა კავშირში გამოცემული წიგნებია, რომლებიც ჩვენს კარადებში დღემდე უხვად აწყვია .

 

9. ფოტოაპარატი ზენიტი

 

 

პოპულარული ფოტოაპარატი ზენიტი ნამდვილი ხარისხის სიმბოლო იყო და ყველა ოჯახისთვის სასურველ ნივთს წარმოადგენდა.

 

10. ნაძვის ხის სათამაშოები

 

 

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ადვილად იმტვრეოდა, ქართულ ოჯახებში შუშის გირჩებსა და ვარსკვლავებს დღემდე ნახავთ.