logo_geo
როგორ იცვლებოდა ფეხბურთის ბურთი 1930 წლიდან 2014 წლამდე
- +

12 მაისი. 2018. 14:57

 

საინტერესოა, რით თამაშობდნენ ფეხბურთს წლების წინ, როგორ იტანდნენ ყველაზე მნიშვნელოვან გოლებს და როგორ იცვლებოდა მსოფლიო ჩემპიონატების ბურთების დიზაინი 1930 წლიდან დღემდე.

 

ურუგვაი, 1930

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში გახლდათ 2:1. ამასთანავე დიდი კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ გუნდები პირველ ტაიმს არგენტინაში დამზადებული Tiento-ს მოდელის ბურთით ითამაშებდნენ.

 

 

 

 

ურუგვაი, 1930

მეორე ტაიმში ურუგვაული ბურთი გამოიყენეს რომელიც შედარებით დიდი და მძიმე იყო არგენტინულ ბურთზე. საბოლოოდ მსოფლიოს პირველობაზე ურუგვაიმ მოიპოვა გამარჯვება ანგარიშით 4:2.

 

 

 

 

 

 

იტალია, 1934

ეს გახლავთ მეოთხედფინალში იტალიისა და ესპანეთის შეხვედრის დროს გამოყენებული  ბურთი  „Federale 102“. შეხვედრა იტალიელების გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

 

 

 

 

საფრანგეთი, 1938

ამ ტყავის ბურთით  ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი. მოდელს ეწოდებოდა „Allen“, საფრანგეთსა და იტალიას შორის დაპირისპირება იტალიელების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

 

 

 

 

ბრაზილია. 1950

ბურთის მოდელი „Super Duplo T“ მატჩიდან აშშ – ინგლისი. შეხვედრა ამერიკელთა გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.

 

 

 

 

შვეიცარია, 1954

ბურთის მოდელი „Swiss WC Match Ball“ ფინალიდან გფრ – უნგრეთი (3:2). ამ დროისათვის ფიფას დადგენილი ჰქონდა ბურთის ზომისა და წონის პარამეტრები . ეს ჩემპიონატი დასამახსოვრებელი იყო არამარტო გერმანელების სენსაციური გამარჯვებით, არამედ ადოლფ დასლერის კერვის გმირობითაც, რომელმაც შემდგომ მთელი სპორტული იმპერია შექმნა.

 

 

 

 

შვედეთი, 1958

მოდელმა „Top Star“, ვიდრე 1958 წლის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი გახდებოდა, საკმაოდ მკაცრი კასტინგი გაიარა.

 

 

 

 

ჩილე, 1962

ამ მოდელს მწარმოებლებმა უწოდეს „Mr. Crack“. ბურთი, რომელიც ნახევარფინალში გამოიყენეს ჩეხოსლოვაკია – იუგოსლავიას (3:1) შეხვედრის დროს.

 

 

 

 

 ინგლისი, 1966

ამ წითელმა ბურთმა „Challenge 4“-მა ინლისელებს გამარჯვება მოუტანა, მათ 1966 წელს პირველი და ამ დრომდე ერთადერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვეს.

 

 

 

 

მექსიკა, 1970

1970 წელს მოხდა „მექსიკური რევოლუცია“  მსოფლიო ჩემპიონატების ბურთების შერჩევაში. ახალმა ნიმუშმა „Telstar Durlast“ მიიღო სახელი და არა სახელწოდება. ადი დასლერის კომპანია 40 წელზე მეტი ემსახურებოდა ბურთის წარმოებით ფეხბურთს.

 

 

 

 

გერმანია,1974

ბურთი „Telstar Durlast“ იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ იგი გერმანიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენეს. ეს ნიმუში გახლავთ მატჩიდან გფრ – პოლონეთი (1:0)

 

 

 

 

არგენტინა, 1978

Adidas-ის შემდეგმა ბურთმა მიიღო სახელი „Tango Durlast“. სწორედ ამ ბურთით მასპინძლებმა ჰოლანდიელების კარი  სამჯერ აიღეს.

 

 

 

 

ესპანეთი, 1982

ბურთს დაუმატეს კაუჩუკი, რათა უფრო მეტად ყოფილიყო წყლისაგან დაცული, დაარქვეს ახალი სახელიც „Tango España“ - იმ ქვეყნის პატივსაცემად, სადაც იმართებოდა ჩემპიონატი.

 

 

 

 

მექსიკა, 1986

ეს გახლავთ მექსიკაში ჩატარებული 1/16 ფინალის საფრანგეთი – იტალიას (2:0) შეხვედრის დროს გამოყენებული ბურთი „Azteca Mexico“. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ იგი პირველი სინთეტიკური ბურთი იყო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.

 

 

 

 

იტალია,1990

ბურთი „Etrusco Unico“ ახალი შედარებით მსუბუქი ბურთი. შეხვედრიდან ესპანეთი – ბელგია (2:1)

 

 

 

 

აშშ, 1994

ამერიკაში თამაშობდნენ შემდეგი მოდელით „Questra“. ეს ბურთი განსაკუთრებულად დაამახსოვრდა ოლეგ სალენკოვს, რომელმაც კამერუნის კარში 5 გოლი გაიტანა.

 

 

 

 

საფრანგეთი, 1998

ეს გახლავთ იტალიასა და კამერუნს (3:0) შორის გამართულ შეხვედრაში გამოყენებული ბურთი.

 

 

 

 

კორეა-იაპონია, 2002

მოდელმა „Fevernova“- მ ექსპერტები განაცვიფრა არამარტო აეროდინამიკური თვისებებით, არამედ თავისი ახალი დიზაინითაც.

 

 

 

 

გერმანია, 2006

ეს გახლავთ  მოდელი „+Teamgeist“, რომელიც სპეციალურად ფინალისთვის იტალია – საფრანგეთისთვის იქნა დამზადებული. ბურთი არატრადიციული 14 ფრაგმენტისაგან შედგებოდა, ნაცვლად 32-ის. ამასთანავე ფრაგმენტები, არა გადაკერილი, არამედ დაწებებული იყო.

 

 

 

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, 2010

ბურთი  „Jabulan“i, რომლითაც სარ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდნენ გუნდები. ფრაგმენტების რაოდენობა კვლავ შემცირდა 14-დან 8-მდე. ეს ბურთი ნამდვილი სტიქია გახდებოდა მეკარეთათვის, რომ არ ყოფილიყო იგი მოუხერხებელი თავდამსხმელთათვის.

 

 

 

 

ბრაზილია, 2014

ამ ბურთის სახელი მთელმა ქვეყანამ აირჩია, საბოლოდ მოსახლეობის არჩევანი შეჩერდა სახელზე „Brazuca“.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი