logo_geo
ცხოვრების უსამართლო 35 კანონზომიერება
- +

17 მაისი. 2018. 21:13

 

 

  1. გვერდითა რიგი უფრო სწარფად გადის. /ეტორეს დაკვირვება/

 

  1. თუ სხვა არაფერი გშველით, ბოლო-ბოლო ინსტრუქცია წაიკითხეთ! /კანისა და ორბენის აქსიომა/

 

  1. ძებნის დაწყება საჭიროა ყველაზე შეუფერებელი ადგილიდან. /ძიების კანონი/

 

  1. საქმის საჭიროებისამებრ შესასურლებლად დრო ყოველთვის საკმარისი არ არის, მაგრამ მის გადასაკეთებლად დრო ყოველთვის გამოიძებნება. /მესკიმენის კანონი/

 

  1. რთული დავალების შესრულება დაავალეთ ზარმაც თანამშრომელს — ის უმარტივეს გზას მოძებნის. /ჰლეიდის კანონი/

 

  1. მისთვის, ვისაც უყვარს ძეხვი და პატივს სცემს კანონს, ნამდვილად არ ღირს იმის ნახვა, თუ როგორ კეთდება ერთი, ან მეორე. /ძეხვის პირნციპი/

 

  1. გუნდში მუშაობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს საშუალებას იძლევა სხვას დააბრალოთ დანაშაული. /ფინგეილის მერვე წესი/

 

  1. თქვენ ყოველთვის გექნებათ დროის ან ფულის უკმარისობა. /ლერმანის კვლევა/

 

  1. საქმის პირველ 90%-ს მიაქვს დროის 10%, ხოლო ბოლო 10%-ს — დარჩენილი დროის 90%. /პროექტის შესრულების ვადების წესი/

 

  1. როცა არ უნდა მოიჭრათ ფრჩხილები, ერთი საათის შემდეგ ისინი დაგჭირდებათ. /უიტენის კანონი/

 

  1. როცა დადგება ხეზე დაკაკუნების საჭიროება — აღმოაჩენ, რომ სამყარო შედგება ალუმინისა და პლასტმასისაგან. /ფლაგის კანონი/

 

  1. ნებისმიერი საქმე იოლი შესასრულებელია ადამიანისთვის, რომელმაც არ უნდა გააკეთოს ის. /ჰოლტის კანონი/

 

  1. ვისაც შეუძლია — აკეთებს. ვისაც არ შეუძლია — ასწავლის. დამატება სტუდენტებისთვის: ვისაც არ შეუძლია სწავლა — ასწავლის, როგორ ისწავლონ. /ბ. შოუს კანონი/

 

  1. ნებისმიერი ბრძანება, რომელიც შეიძლება არასწორად იქნეს გაგებული, გაგებულია არასწორად. /სომხური აქსიომა/

 

  1. ადამიანები თანახმანი არიან შეასრულონ ნებისმიერი სირთულის სამუშაო, რომლის შესრულების აუცილებლობა უკვე აღარ არსებობს. /ზიმერგის კანონი ნებაყოფლობითი შრომის შესახებ/

 

  1. ექსპერტი — ჩვენი ქალაქიდან არ არის არც ერთი ადამიანი . /მარსის წესი/

 

  1. გამოცდილება მწყობრიდან გამოყვანილი მოწყობილობის პირდაპირპროპორციულად იზრდება. /ჰორნერის პოსტულატი/

 

  1. არასოდეს გამოდის რაიმე ერთის კეთება. /ჰარდინის კანონი/

 

  1. ყველაზე საინტერესო ექსპონატს არ აქვს წარწერა. /ჯოუნსის მუზეუმებისა და ზოოპარკების კანონი/

 

  1. ვერანაირი ნიჭი ვერ გადალახავს დეტალებისადმი ინტერესს. /ლევის მერვე კანონი/

 

  1. ადამიანმა, რომელსაც მხოლოდ ერთი საათი აქვს, დარწმუნებით იცის რომელი საათია. ადამიანმა, რომელსაც რამოდენიმე საათი აქვს, არაფერში არ არის დარწმუნებული. /სეგალის კანონი/

 

  1. ის, რასაც დიდი ხნის მანძილზე ინახავთ, შეგიძლიათ გადააგდოთ. როგორც კი გადააგდებთ, ის მაშინვე დაგჭირდებათ. /რიჩარდის ურთიერთდამოკიდებულების წესი/

 

  1. დაკარგულს ყოველთვის ბოლო ჯიბეში პოულობ. /ბუბის კანონი/

 

  1. წინასწარ ვერ განსაზღვრავ, ბუტერბროდის რომელ მხარეს უნდა წაუსვა კარაქი. /ბუნების თავისებურების კანონი/

 

  1. ცხელი კოლბა ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ცივი. /ლაბორატორიაში მუშაობის პირველი კანონი/

 

  1. ხელისუფლებაში კორუფციის შესახებ ყოველთვის წარსულ დროში ხდება ცნობილი. /უოტერგეიტსული პრინციპი/

 

  1. უფრო მაღალზნეობრივი ჩვეულებრვ არიან ისინი, ვინც ამოცანის გადაჭრისგან ყველაზე შორს დგანან. /ალინსკის პრინციპი/

 

  1. ეკონომისტებში რეალური სამყარო ითვლება განსაკუთრებულ შემთხვევად. /ჰონგრენის დაკვირვება/

 

  1. არაფერი კეთდება გონივრული მიზეზების გამო. /ო’ბრაიენის კანონი/

 

  1. ყოველ ქმდებაზე არსებობს მისი საწინააღმდეგო კრიტიკა. /ჰარისონის პოსტულატი/

 

  1. ვინც ყველაზე ნაკლებს იხდის, ყველაზე მეტი პრეტენზია აქვს. /დრიუს პროფესიონალური პრაქტიკის კანონი/

 

  1. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ვიღაც არასწორად მიდის. შეიძლება ეს კარგად გამოიყურებოდეს. /სკოტის პირველი კანონი/

 

  1. სათამაშო, რომელიც არ ტყდება, კარგია სხვა სათამაშოების დასამტვრევად. /ვან როის კანონი/

 

  1. ყველა დიდი აღმოჩენა კეთდება შეცდომაზე. /იანგის კანონი/

 

  1. რაც არ უნდა შეგემთხვათ, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი უკვე შეემთხვა თქვენი ახლობლებიდან რომელიმეს, მაგრამ უფრო უარეს ფორმებში. /მიდერის კანონი/

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი