logo_geo
ნორვეგიაში უპილოტო საზოგადოებრივი ავტობუსი გამოჩნდა
- +

18 მაისი. 2018. 16:24

 

ტრანზიტულმა კომპანია Kolumbus-მა ნორვეგიაში უპილოტო საზოგადოებრივი ავტობუსის გადაადგილების ნებართვა მოიპოვა.

 

სწორედ ამიტომ ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანია Telenor-ი ქალაქ კონგსბერგში 5G სადგურებს განავითარებს. პარალელურად Telenor-ი პარტნიორებთან ერთად სატრანსპორტო, ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების საკომუნიკაციო აპლიკებიების ტესტირებას გეგმავს.

 

5G ქსელი უპილოტო საზოგადოებრივი ავტობუსის გამართულ მუშაობას შეუწყობს ხელს.

 

უპილოტო ავტობუსის მაქსიმალური სიჩქარე 12 კმ/სთ-ია. თანამედროვე საზოგადოებრივ ტრანსპორტს 6 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი