მთა და ექსტრიმი, ფაქტობრივად, განუყოფელი ცნებებია. მაღალ მთაში ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ, აუცილებლად იგრძნობდით ჰაერის უკმარისობას, სიცივეს, მოკლედ, ყველაფერ იმას, რაც სერიოზულ დისკომფორტს ქმნის და ნორმალური ცხოვრების პირობებს არ შეესაბამება. ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ადაპტირება შეძლეს და მათთვის ეს ყველაფერი ბუნებრივი გარემოა. უფრო მეტიც, მსოფლიოში არსებობს ქალაქები, რომლებიც ზღვის დონიდან 3000 მეტრზე და უფრო მაღლაა გაშენებული. ლა რინკონადა 30-ათასიანი ქალაქია პერუში, რომელიც ზღვის დონიდან 5100 მეტრზე მდებარეობს. მსოფლიოს ყველაზე მაღალმთიან ქალაქში დასაქმების თითქმის ერთადერთი წყარო, იქ არსებული ოქროს მომპოვებელი საწარმოა.
ნამჩე ბაზარი – ნეპალი, ზღვის დონიდან 4150 მეტრი. სწორედ აქ გადის გზა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის, ევერესტისკენ.
ელ ალტო – ბოლივია, ზღვის დონიდან 4150 მეტრი. ანდების მთებში მდებარე ამ ქალაქში 1 მილიონ 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
პოტოსი -კიდევ ერთი მაღალმთიანი ქალაქი ბოლივიაში, ზღვის დონიდან 4 090 მეტრი.
ჰულიაკა – პერუ, ზღვის დონიდან 3 825 მეტრი. ქალაქიდან 45 კილომეტრში მსოფლიოში ცნობილი ტბა, ტიტიკაკა მდებარეობს.
ორურო – ბოლივია, ზღვის დონიდან 3 710 მეტრი.
ლხასა – ტიბეტი, ზღვის დონიდან 3 650 მეტრი. ლხასა ტიბეტურად ღმერთების ქალაქს ნიშნავს.