logo_geo
ამერიკაში 24 წლის წინ გაყინული ემბრიონით ბავშვი გაჩნდა
- +

19 მაისი. 2018. 11:45

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში 26 წლის გოგონამ 24 წლის წინ გაყინული ემბრიონის გამოყენებით ბავშვი გააჩინა. ემა ვრენ გიბსონის დაბადების თარიღია 2017 წლის 25 ნოემბერი, თუმცა ამ პატარის ემბრიონი, რომლითაც დედა ხელოვნურად იქნა განაყოფიერებული, 24 წლის წინ  1992 წლის 14 ოქტომბერს გაყინეს.

დედის საშვილოსნოში ემბრიონის მოთავსება National Embryo Donation Center-ის პროფესორმა ჯეფრი კიკენმა მოახდინა. ამ დროისთვის ორივეს, დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვეულ, ნორმალურ რიტმშია, ასევე, პატარა ემას სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია და არანაირ გართულებას ადგილი არ აქვს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი