ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით სხვადასხვა ქვეყნების მონაცემებს ასახავს. შედგენილი რეიტინგის მიხედვით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი იაპონიაშია. ამ ქვეყანაში ადამიანები 83,7 წელს ცხოვრობენ.
მეორე ადგილზე ევროპაში მდებარე ქვეყანა შვეიცარია გავიდა, სადაც საშუალო ხანგრძლივობა 83,4 წელს შეადგენს.
საქართველოს მაჩვენებელი 72,7 წელია. ამ შედეგით, ჩვენი ქვეყანა 95-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 50-წლიანი ხანგრძლივობით სიერა ლეონეში დაფიქსირდა. მის წინა ადგილას კი ანგოლა გავიდა 52,4 წლიანი მაჩვენებლით.