logo_geo
ისლანდიაში ბავშვს ანდრეის ვეღარ დაარქმევენ
- +

19 მაისი. 2018. 12:24

 

 

ისლანდიაში სპეციალური კომისიის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს სახელ ანდრეის ოფიციალურად აკრძალვა. მათი აზრით, აღნიშნული სახელი ისლანდიური ენის ფონეტიკას და ორთოგრაფიას ეწინააღმდეგება.

მშობლებს მსგავსი სახელის გამოყენების საშუალება ექნებათ, მაგალითად: ანდრეან, ანდრი, ანდრეას, ანდრე და ანდრესი.

ისლანდიის საჯარო რეესტრში დასაშვებ სახელთა ნუსხაში მოსახვედრად სახელი უნდა აკმაყოფილებდეს ორთოგრაფიისა და ფონეტიკის რამდენიმე კრიტერიუმს. სახელი უნდა შეიცავდეს ისლანდიური ანბანის ასოებს.

ცნობისათვის, ისლანდიურ ანბანში არ არის ასოები C, Q, W და Z.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი