logo_geo
ჰონკონგში მსოფლიოში უძვირესი ვისკი გაიყიდა
- +

20 მაისი. 2018. 15:03

 

ჰონკონგში, სავაჭრო სახლის Bonham აუქციონზე ერთი ბოთლი 60–წლიანი დაძველების შოტლანდიური ვისკი Macallan $1,1 მლნ–დ გაიყიდა.

 

ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს და აღნიშნავს, რომ ისტორიაში გაყიდული სასმელებიდან ეს ყველაზე ძვირი ნიმუშია.

 

 

შოტლანდიელი მწარმოებლის ერთნახადი ვისკი კასრში 1926–დან 1986 წლამდე ინახებოდა. ეს სასმელი შედის იმ 12 ბოთლშს შორის (0,75 ლ), რომლებსაც იტალიელი მხატვრის ვალერიო ადამის ხელწერა ამშვენებს.

 

წინა რეკორდმა, ფასით $1,01 მლნ, სულ რაღაც რამდენიმე საათს გასტანა. სწორედ ამ ფასად გაიყიდა იგივე მწარმოებლის 60–წლიანი დაძველების ვისკი, მაგრამ სერიაში ის ბრიტანელმა მხატვარმა პიტერ ბლეიკმა გააფორმა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი