logo_geo
სასიკვდილო ასტეროიდის შესასწავლად გაგზავნილი ზონდი მის ზედაპირზე ნოემბერში დაეშვება
- +

20 მაისი. 2018. 15:15

 

დედამიწა გაჩენის დღიდან მოყოლებული ასტეროიდებით მრავალჯერ დაბომბილა. ისინი ზოგჯერ არაფერს ცვლიდნენ, ზოგჯერ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას უქმნიდნენ საფრთხეს, ზოგჯერ კი პირიქით საპირისპირო მისია ითავსებდნენ.

 

არსებობს მოსაზრება, რომ დედამიწაზე სიცოცხლე ასტეროიდის ან მისი ნატეხის შეჯახების გზით მოხვდა. ერთ-ერთი ვერსიით მთვარე დედამიწიდან ასხლეტილი უზარმაზარი ასტეროიდია. მთვარე მხოლოდ ბნელი ღამის გასანათებელი საშუალება და პოეტების მუზა არ არის, მის გარეშე არც მიქცევა-მოქცევა იქნებოდა და არც წელიწადის დროები, დედამიწის ღერძი 4.5 მილიარდი წლის წინანდელმა შეჯახებამ გადახარა. 65 მილიონი წლის წინ ასტეროიდის შეჯახებამ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია, რამაც ძუძუმწოვარ არსებებს განვითარების საშუალება მისცა. რომ არა ის ასტეროიდი დღეს დედამიწაზე ადამიანი ვერ იბატონებდა. კრატერის კვალი მექსიკაში ახლაც შეიმჩნევა.

 

 

 

 

ყველა ასტეროიდი სიკეთის მომტანი ვერ იქნება. ტუნგუსკის მეტეორიტმა რომელიც 1908 წელს ციმბირში ჩამოვარდა 2000 კილომეტრის რადიუსში თითქმის ყველაფერი გაანადგურა, მათ შორის იყო 80 მილიონზე მეტი ხეც.

 

 

 

 

აფეთქების სიმძლავრე ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ბომბს 1000-ჯერ აღემატებოდა. მეტეორიტის ზომა დაახლოებით 180 მეტრს შეადგენდა. დედამიწისკენ მომართული ზოგიერთი ასტეროიდი კი ზომაში 1 კილომეტრს აჭარბებს. მათი შეჯახება სიცოცხლის თუ არა ცივილიზაციის სიკვდილს ნამდვილად გამოიწვევს. ერთ-ერთი ასეთი პოტენციური მკვლელის სახელია ბენუ.

 

 

 

 

ბენუ პირველად 1999 წელს შენიშნეს. მისი დიამეტრს 500 მეტრია. დედამიწასთან შეჯახების შემთხვევაში, აფეთქების სიმძლავრე ჰიროსიმას ბომბს 30 000-ჯერ გადააჭარბებს, რაც 60 ასმეგატონიანი წყალბადის ბომბის აფეთქების ტოლფასია. 2016 წელს, მის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით კოსმოსური ზონდი OSIRIS-REX გაუშვეს. ნოემბერში ზონდი ასტეროიდს მიუახლოვდება, ფოტო და ვიდეო გადაღების შემდეგ კი მასზე დაეშვება.

 

 

 

 

დღეს არსებული ინფორმაციით ბენუ დედამიწას შესაძლოა 2136 შეეჯახოს. იქამდე 100 წლით ადრე 2036 წელს 1:45000-თან ალბათობით 370 მეტრის სიგრძის აპოფიზის შეჯახების საფრთხე არსებობს. ასტეროიდის მოგერიების რამდენიმე ხერხი არსებობს. პრაქტიკაში ის ჯერ არავის გამოუყენებია, მაგრამ მაინც ყველაზე უფრო ეფექტურად მისი ტრაექტორიის შეცვლა განიხილება.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი