logo_geo
რეკორდსმენი კაცი, რომელმაც ევერესტი 22-ჯერ დალაშქრა, ახალი რეკორდისთვის ემზადება
- +

20 მაისი. 2018. 19:04

 

ნეპალელი გიდი, კამი რიტა ერთი კვირის წინ გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ევერესტი 22-ჯერ დალაშქრა.

 

48 წლის მთასვლელი ამბობს, რომ მზადაა ახალი რეკორდის დასამყარებლად.

 

კამი რიტამ ჯერ კიდევ 24 წლის ასაკში შეძლო, მსოფლიოს უმაღლესი, 8848 მეტრის სიმაღლის მთაზე 8 850 მეტრზე ასულიყო. მას შემდეგ ის შედეგის გაუმჯობესებას ცდილობს.

 

ჯერ კიდევ გასულ წელს, ის მსოფლიოში მესამე ადამიანი იყო, ევერესტის დალაშქვრის რაოდენობების თვალსაზრისით. რამდენიმე დღის წინ ის რეკორდსმენი გახდა და აღმოჩნდა პირველი ადამიანი, რომელიც მთაზე 22 ჯერ ავიდა.

 

ახლა ის ამბობს, რომ მომდევნო წელს საკუთარ რეკორდსაც გააუმჯობესებს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი