logo_geo
როგორ შეიქმნა საკრედიტო ბარათი?
- +

30 დეკემბერი. 2016. 18:13



საკრედიტო ბარათის შექმნა ერთობ უხერხულ სიტუაციას უკავშირდება. პლასტიკური ფირფიტა, რომლის მაგნიტურ ლენტზე მფლობელის მონაცემებია დატანილი, ფრენკ მაკნამარას სახელს უკავშირდება. ამ ბარათის შექმნის გადაწყვეტილება მან არცთუ ისე სასიამოვნო სიტუაციის შემდეგ მიიღო. აღნიშნული ბარათების აქტიურმა გამოყენებამ, ნაღდი ფულის შეზღუდვაში, უდიდესი როლი ითამაშა.  


1949 წელს, საკრედიტო კომპანიის - „Hamilton Credit Corporation"-ის ხელმძღვანელმა - ფრენკ მაკნამარამ, რომელმაც მეგობრებთან ერთად ნიუ-იორკში განთავსებულ ერთ-ერთ რესტორანში ივახშმა, აღმოაჩინა, რომ ის ნაღდი ფული, რომელიც მას ხელზე გააჩნდა, საკმარისი არ იყო რესტორნის ვალის დასაფარად. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი მაკნამარა იძულებული გახდა, საკუთარი მეუღლისთვის დაერეკა და იმ თანხის მიტანა ეთხოვა, რომელიც ვალის დასაფარად იყო საჭირო.

 

სწორედ აღნიშნულმა სიტუაციამ შთააგონა ფრენკი, შეექმნა ისეთი უნივერსალური საკრედიტო ბარათი, რომელიც ნაღდი ფულის ნაცვლად სახელობითი ფულადი დოკუმენტის ფუნქციას შეასრულებდა.

 

მალევე, 1950 წლის 28 იანვარს, ფრენკ მაკნამარას კომპანიამ ხმარებაში ჩაუშვა პირველი პლასტიკური ბარათები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ქაღალდის ნიშნების (ბანკნოტების) ანუ ნაღდი ფულის შეზღუდვაში. 


 

 

წყარო: genia.ge

 

 

 

 

big_banner
არქივი