logo_geo
წითელი ღვინო პროსტატის კიბოსგან იცავს
- +

22 მაისი. 2018. 01:35

 

 

ღვინო ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო სასმელად არის აღიარებული. ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ბოლო გამოკვლევების თანახმად, ყოველდღიურად, ერთი ჭიქა შავი ღვინის მიღებით, შესაძლებელია პროსტატის კიბოს რისკის შემცირება. თეთრი ღვინო კი შესაბამის რისკს ამაღლებს.

 

შავი ღვინის ზომიერი მიღება რისკს დაახლოებით 12%-ით ამცირებს. საიდუმლო შავ ღვინოში პოლიფენოლების მაღალ კონცენტრაციაშია. ამ ნაერთებს ანთების საწინააღმდეგო და კიბოს საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. ცნობილია, რომ შავ ღვინოში პოლიფენოლები დაახლოებით 20-ჯერ მეტია, ვიდრე თეთრ ღვინოში.

 

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შავი ღვინის დადებითი ეფექტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ადამიანი დღეში ერთ ჭიქას მიირთმევს, მეტის მიღების შემთხვევაში პოზიტიური ეფექტი იკარგება.

 

ამასთან ერთად, მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ პროსტატის კიბოს გამომწვევი ყველა რისკ ფაქტორი - მოწევა, რაციონში შაქრისა და წითელი ხორცის სიჭარბე, გენეტიკური განწყობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი