logo_geo
იაპონიაში ჰანტელის ფორმის iPhone X-ის ჩასადები გამოუშვეს, რომელიც 10 კილოგრამს იწონის
- +

22 მაისი. 2018. 11:50

 

იაპონურმა მედიაკორპორაცია SoftBank-მა iPhone X-ის ჩასადები გამოუშვა რომელსაც ჰანტელის ფორმა აქვს და 10 კილოგრამს იწონის.

 

„Mirror“-ის ცნობით, ამ გზით კომპანია სმარტფონებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლას იწყებს.

 

ტელეფონის უჩვეულო ჩასადები მეტალისგანაა დამზადებული და მას მსოფლიოში ყველაზე „მძიმე აქსესუარი“ უწოდეს. მისი ყიდვა მსურველებს ინტერნეტით უკვე შეუძლიათ. მისი ფასი 100 დოლარია.

 

Apple-მა iPhone X 2017 წელს 12 სექტემბერს წარადგინა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი