იაპონურმა მედიაკორპორაცია SoftBank-მა iPhone X-ის ჩასადები გამოუშვა რომელსაც ჰანტელის ფორმა აქვს და 10 კილოგრამს იწონის.
„Mirror“-ის ცნობით, ამ გზით კომპანია სმარტფონებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლას იწყებს.
ტელეფონის უჩვეულო ჩასადები მეტალისგანაა დამზადებული და მას მსოფლიოში ყველაზე „მძიმე აქსესუარი“ უწოდეს. მისი ყიდვა მსურველებს ინტერნეტით უკვე შეუძლიათ. მისი ფასი 100 დოლარია.
Apple-მა iPhone X 2017 წელს 12 სექტემბერს წარადგინა.