logo_geo
ყოველდღიურად ერთი კვერცხის ჭამა გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს
- +

22 მაისი. 2018. 21:17

 

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღის განმავლობაში ერთი კვერცხის ჭამა გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს. კვლევა ჩინეთში ჩატარდა და მასში მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დღის კვების რაციონში კვერცხის ჩართვა ჯანმრთელი სიცოცხლის ერთ-ერთი საწინდარია.

 

კვერცხი ჯანსაღი საკვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის შეიცავს ცილებს, A, D, B და B12 ვიტამინებს, ასევე ლუთეინებსა და ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას.

 

2007 წლის გაიდლაინებით, კვირაში 3 კვერცხის მიღება იყო რეკომენდებული, თუმცა ახალმა კვლევამ ახალი შედეგები აჩვენა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი