logo_geo
როგორ დავიცვათ თავი კოღოსგან და სხვა მწერებისგან - 3 ხალხური საშუალება
- +

23 მაისი. 2018. 20:55

 

 

თავის დაცვა კოღოებისგან ზაფხულში ძალიან ბევრისთვისაა პრობლემა, რადგან კოღოს ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, დერმატიტი, კანის შეშუპება და ძლიერი ქავილი, რომელსაც გართულებები მოაქვს. ამიტომ იმის ცოდნა, თუ როგორი ეფექტური საშუალებები არსებობს კოღოს საწინააღმდეგოდ, უბრალოდ საჭიროა.

 

  1. კოღოებს არ უყვართ მიხაკის, კედარის და ევკალიპტის სუნები. ამიტომ კოღოებისგან დასაცავად საკმარისია დაასველოთ ბამბის ტამპონი ამ მცენარეების ზეთით და დადოთ ფანჯრის რაფაზე. ასევე გარეთ ყოფნისას წაისვით ზეთი სხეულის ღია ადგილებზე.

 

  1. კოღოს საწინააღმდეგო კიდევ ერთი საშუალებაა გვირილა. გამხმარი გვირილა დაფშვენით ფხვნილში და მოაყარეთ ოთახში რამდენიმე ადგილას. გვირილა აზიანებს კოღოს ნერვულ უჯრედებს, მაგრამ ადამიანისთვის უვნებელია.

 

  1. სახლის შესაბოლად შეიძლება გამოიყენოთ ისეთი დამცავი საშუალებები, როგორიცაა ღვიას წიწვი, ფიჭვის და ნაძვის გირჩები ან ქაფური. საკმარისია დაწვათ ჩამოთვლილი მცენარეები ან 100 გ ქაფური, რომ საიმედოდ დაიცვათ კოღოებისგან და სხვა მწერებისგან თქვენი სახლი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი