logo_geo
სარეკლამო კამპანიები, რომლებმაც დიდ ბრენდებს მილიონობით ზარალი მოუტანა
- +

25 მაისი. 2018. 17:43
 
 
 

ამ უდიდესი ბრენდების მარკეტოლოგებმა იციან, რომ რეკლამაში ბევრი წვრილმანია გასათვალისწინებელი, მაგრამ შეცდომისგან არავინ არ არის დაზღვეული...

 

1. Apple და ჯგუფ U2-ის ახალი ალბომი



2014 წელს Apple-მა ჩათვალა, რომ მომხმარებელს ჯგუფ U2-ის ახალი ალბომი ძალიან მოეწონებოდა და ჯგუფთან ხელშეკრულება გააფორმა. ჯგუფის ახალი ალბომი კომპანიის ყველა მოწყობილობაში ავტომატურად ჩაიტვირთა. Apple-ის აზრით, უფასო რამ ყველას უნდა მოსწონებოდა.


მაგრამ ადამიანებს უფასოდ მხოლოდ საჭირო (ცოტათი მაინც) საგნები მოსწონთ. ალბომი მოწყობილობების მეხსიერებაში დიდ ადგილს იკავებდა და მისი წაშლა შეუძლებელი იყო, რაც ყველას არ მოეწონა. კიდევ უფრო დიდი პრობლემა ის იყო, რომ Apple-ს ეს ალბომი ძვირი დაუჯდა: 100 მილიონი დოლარი მარკეტინგი და ამდენივე U2-ს. მოგვიანებით Apple იძულებული გახდა, მომხმარებლებისთვის ალბომის მოწყობილობის მეხსიერებიდან წაშლის უფლება მიეცა.


2. Walkers-ის (Lay’s) ამინდის პროგნოზი



2010 წელს ბრიტანულმა კომპანიამ Walkers Crisp-მა (ზოგი მას Lay’s-ის სახელითაც იცნობს) უჩვეულო აქცია მოაწყო: 40-პენსიან ჩიპსების პაკეტს თუ შეიძენდი, შეგეძლო, კომპანიის საიტზე შესულიყავი და წვიმა გეწინასწარმეტყველა. თუკი წინასწარმეტყველება ახდებოდა, კომპანია 10 გირვანქას გირიცხავდა.


პრობლემამ შემოდგომაზე იჩინა თავი (აქცია ინგლისში მიმდინარეობდა). იმდენად წვიმიანი კვირა დადგა, რომ ყოველი პროგნოზი მომგებიანი იყო. შესაბამისად, კომპანიას 1 მილიონ გირვანქაზე მეტის გადახდა მოუწია, თუმცა ბრენდის სახელი ბევრმა სამუდამოდ დაიმახსოვრა.


3. 1,5 მილიონი საჰაერო ბუშტი



1986 წლის 27 სექტემბერს კომპანია United Way-მ გადაწყვიტა, რეკორდი დაემყარებინა და 1,5 მილიონი საჰაერო ბუშტი გაეშვა. ამით კომპანია თავისი არსებობის შესახებ განაცხადებდა. ქალაქ კლივლენდში (აშშ), დიდ ანგარში 2500 ადამიანი 1,5 მილიონ საჰაერო ბუშტს ჰელიუმით ავსებდა. ბოლოს ანგარის სახურავი ასწიეს და ბუშტები ჰაერში გაუშვეს. თუმცა არავინ გაითვალისწინა წვიმა, რომელიც ამ აქციას დაემთხვა. შედეგად ბუშტები მიწაზე დაეშვა და მთელ ქალაქს მოეფინა. ქალაქში ტრანსპორტი გაჩერდა, დაიხურა აეროპორტი და ნავსადგური.


აქციის შედეგად ორი მენავე დაიღუპა. ერთ-ერთის ცოლმა კომპანიას 3 მილიონი დოლარი კომპენსაცია გადაახდევინა. ქალაქს კი ზარალის ასანაზღაურებლად მილიონობით დოლარი მისცეს.


4. American Airlines და სამუდამო უფასო ფრენები



1981 წელს კომპანიამ American Airlines-მ გადაწყვიტა, მდიდარი კლიენტებისთვის ულიმიტო ფრენების აბონემენტი გამოეშვა. 250 ათასი დოლარის გადახდის შემთხვევაში პირველი კლასით უფასო განუსაზღვრელი ფრენების განხორციელება შეიძლებოდა. კიდევ 150 ათასი დოლარის გადახდის შემთხვევაში შეიძლებოდა, აბონემენტი მეგობრისთვისაც შეგეძინათ.


მარკეტოლოგების გათვლით აბონემენტებს მხოლოდ მსხვილი კომპანიები შეიძენდნენ თავიანთი ტოპმენეჯერებისთვის, მაგრამ მისი შეძენა ყველამ დაიწყო. ასე მაგალითად, ერთმა ბიჭმა თვის განმავლობაში ლონდონში 16-ჯერ იფრინა. რატომაც არა? თუ გინდა, ყოველდღე იფრინე.


შედეგად კომპანია ათასობით მგზავრს უფასოდ ემსახურებოდა. კვირის განმავლობაში ზარალმა 5 მილიონი დოლარი შეადგინა. აბონემენტები მაშინვე გააუქმეს, ხოლო გადახდილი თანხა კლიენტებს დაუბრუნეს.


5. მსოფლიოში ყველაზე დიდი ესკიმო



2005 წელს კომპანია Snapple-მა (სასმელ Dr Pepper-ის მწარმოებელი) პროდუქტების ხაზის გაზრდა და ნაყინის გამოშვება გადაწყვიტა. მათ გრანდიოზული სარეკლამო კამპანია ჩაიფიქრეს: ყველაზე დიდი ნაყინის დამზადება და გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა.


ესკიმო 17,5 ტონას იწონიდა და ნიუ-იორკში უნდა ჩაეტანათ. უზარმაზარი ნაყინი ცხელ სეზონზე, ცხელ ასფალტზე?


როცა ნაყინი ქალაქში ჩაიტანეს და სატვირთოს ძარა გადახსნეს, მარწყვის ვაჟინის ტალღამ ყველაფერი წალეკა. ქუჩაში მოძრაობა 2 დღით გადაიკეტა. კომპანიას კი ქალაქისთვის მილიონობით დოლარის გადახდა და ქუჩების წმენდა მოუწია.


6. Tesco და მათემატიკა



2011 წელს სუპერმარკეტების ქსელმა Tesco-მ კონკურენტ ASDA-სთან ფასების ომი დაიწყო. Tesco აცხადებდა: „თუკი ASDA-სთან ამ საქონელს უფრო იაფად ნახავთ, მაშინ ჩვენ სხვაობას გადაგიხდით“ (რა ნაცნობი სიტყვებია, ნეტავ სად მსმენია?).


კომპანიის გათვლით მომხმარებლებს მხოლოდ საჭირო პროდუქტი უნდა შეეძინათ, მაგრამ ადამიანებმა ASDA-ში ყველაფერ იაფის შეძენა დაიწყეს, იღებდნენ სხვაობას და შემდეგ ნავაჭრს უკან აბრუნებდნენ. შედეგად იღებდნენ უფრო მეტს, ვიდრე ხარჯავდნენ. აქციის მიმდინარეობისას Tesco-მ კოლოსალური თანხა დაკარგა, რომლის რაოდენობასაც დღემდე არ ასაჯაროებენ.


7. ოპრა და KFC



2009 წელს კომპანიამ KFC-მ, რეკლამის მიზნით, თავისი ახალი კერძის უფასოდ დარიგება გადაწყვიტა. აჟიოტაჟის თავიდან აცილების მიზნით KFC-მ თავისი აქციის შესახებ ნაკლებად ცნობილი (კომპანიის აზრით) ოპრა უინფრის შოუში განაცხადა. კომპანიამ სათანადოდ ვერ შეაფასა ვერც ოპრას აუდიტორია და ვერც ტელევიზიის შესაძლებლობები.


ამიტომაც უფასო სადილის ვაუჩერი 16-მა მილიონმა ადამიანმა გახსნა. ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით KFC-ის დაწესებულებებში მივიდნენ. უფასო სადილები რამდენიმე საათში თავდებოდა. აქციის დასრულებამდე კომპანიამ 40 მილიონ დოლარზე მეტი იზარალა. დაახლოებით ამდენივე გადაუხადეს ოპრას რეკლამისთვის.


8. ოლიმპიადა და McDonald’s-ი



1984 წელს ოლიმპიური თამაშები აშშ-ში ჩატარდა. ამის გამო McDonald’s-მა აქცია დაიწყო სლოგანით: „თუ ამერიკა გაიმარჯვებს, თქვენც გაიმარჯვებთ!“ ამერიკელი სპორტსმენის ყოველ მოგებულ მედალზე მომხმარებელს უფასო კერძს აძლევდნენ. ბრინჯაოს მედალზე - 1 ჭიქა კოლას, ვერცხლის მედალზე - კარტოფილ ფრის, ხოლო ოქროზე - ბიგ-მაკს.


მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, აშშ-ის მთავარმა კონკურენტმა საბჭოთა კავშირმა ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა. შედეგად ამერიკელმა სპორტსმენებმა 83 ოქროს, 61 ვერცხლისა და 30 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ამ „ოლიმპიური აქციის“ შედეგად McDonald’s-ი კინაღამ გაკოტრდა.


9. Pepsi-ის რიცხვების ციებ-ცხელება



1992 წლისთვის Pepsi-ი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში Coca-Cola-ს ძლიერ ჩამორჩებოდა. Pepsi-ის ფილიპინების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, აქცია ჩაეტარებინა, სახელად „რიცხვების ციებ-ცხელება“. გეგმა მარტივი იყო - სასმელის ხუფის ქვეშ რიცხვები ეწერა, რომლებსაც აქციის ბოლოს მოგება უნდა ხვდომოდათ წილად - 1 ათასიდან 1 მილიონ პესომდე (იმ დროს 40 ათას დოლარამდე).


როცა Pepsi-მ გამარჯვებული გამოაცხადა, შეცდომა დაუშვა. მოგება წილად ხვდა რიცხვ 349-ს, რომელიც მომგებიანი არ უნდა ყოფილიყო და ამიტომ 800 ათას ხუფზე ეწერა. შედეგად 800 ათასმა ადამიანმა მთლიანობაში 800 მილიარდი პესო მოიგო.


კომპანიას ასეთი თანხის გადახდა არ შეეძლო და ამიტომაც ყველაფერი კომპიუტერის გაუმართაობას დააბრალა. ფილიპინების დედაქალაქში არეულობები დაიწყო, Pepsi-ს ქარხნები და სატვირთოები იწვოდა. არეულობებს კომპანიის 3 თანამშრომელი შეეწირა. მალე Pepsi-ს 250 მილიონი პესოს გადახდა მოუწია - ეს ფილიპინებზე მისი ორწლიანი მოგების ტოლფასი იყო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი