logo_geo
თუ ძილის წინ ტელეფონს საწოლთან ახლოს ტოვებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს ინფორმაცია!
- +

27 მაისი. 2018. 01:45

 

სულ რაღაც 30 წლის წინ ფანტასტიკური რომანები და ფილმები გვაუწყებდნენ, რომ მალე ადამიანებს შეეძლებათ ერთმანეთთან მუდმივ კავშირში იყონ, და, უფრო მეტიც, მოსაუბრის სახეც დაინახონო! მაშინ გვეგონა, ამას საუკუნეები დასჭირდებოდა.

 

თუმცა, აგერ, ბატონო, კომპიუტერი, რომლის მეშვეობითაც ვიდეოკავშირის დამყარება შეიძლება და ჩვენი საყვარელი სმარტფონი. ამ უკანასკნელს არ ვიცილებთ არც შინ, არც სამსახურში, ბევრი ძილის წინ საწოლთან ახლოს დებს, თუ ბალიშის ქვეშ არა. რამდენად უსაფრთხო ჩვევაა? საერთოდაც, რატომ არის ადამიანი ასე მიჯაჭვული საკუთარ აქსესუარებს?

 

ბევრს ეშინია, სანამ ძინავს,  რაიმე მნიშვნელოვანი არ გამორჩეს. ხომ შეიძლება, მეგობრებმა რამე საინტერესო შეგატყობინონ, თქვენ კი ამას  ყველაზე ბოლოს გაიგებთ. მაღვიძარად ტაიმერის გამოყენებაც ძალიან აქტუალურია, და, რადგანაც დილით უნდა „დარეკოს“  , ხომ აჯობებს, თქვენთან ახლოს იყოს?

 

ნეგატიური შედეგები

 

სტრესები და უძილობა. ჩვენ ქვეცნობიერად ველოდებით, რომ ვინმე დაგვირეკავს ან შეტყობინებას გამოგზავნის. ბევრი ცდილობს, უფრო ადრე გაიღვიძოს, ვიდრე ტაიმერი დარეკავს, რომ სხვები არ შეაწუხოს. ძილი მშფოთვარე ხდება, ღამეში რამენჯერმე გვეღვიძება, ძილის დაფრთხობა შემდეგ შემაწუხებელ უძილობაში გადაიზრდება, თავის ტკივილებით და დაღლილობის შეგრძნებით. ეს ყველაფერი მოქმედებს შრომისუნარიანობაზე, ადვილად ვღიზიანდებით.

 

ელექტრომაგნიტური ტალღები. ეს ყველაფერი იმიტომაც ხდება, რომ ძალიან გვაწუხებს ელექტრომაგნიტური გამოსხივება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მასშტაბური კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ეს ტალღები ნამდვილად ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას. პირველ რიგში ნეგატიურად მოქმედებს გულის რიტმზე და ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმის თვითრეგულაციას. ირღვევა ბიორიტმი, ადამიანი ზედმეტად აღგზნებულია, ამას მოჰყვება ღამის კოშმარები და დღის მანძილზე სტრესული მდგომარეობა.

 

უშვილობა და სხვა სახიფათო დაავადებები. იმავე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებმა აჩვენა, რომ მობილურის ხანგრძლივმა სიახლოვემ შეიძლება ონკოლოგიური დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს, ხოლო მამაკაცებში პოტენციის დაქვეითება, უარეს შემთხვევაში კი უშვილობაც.

 

სმენის დაქვეითება. ბევრს ჩვევაში აქვს ყურსასმენებით ჩაძინება, მუსიკის ან რაიმე „სასარგებლო“ ინფორმაციის ფონზე. უკვე ნახსენები ელექტრომაგნიტური ტალღების გარდა ამ შემთხვევაში თქვენს ორგანიზმზე ხმოვანი ტალღებიც მოქმედებენ. ამან კი შესაძლოა სმენის დაქვეითება და სრული დაკარგვაც გამოიწვიოს.

 

მხედველობის დაქვეითება. სამედიცინო კვლევები ამტკიცებენ, რომ მობილურის ეკრანის გამოსხივება არა მხოლოდ ნერვულ სისტემას აღიზიანებს, არამედ ნეგატიურად მოქმედებს მხედველობაზე. როდესაც რეგულარულად ვუყურებთ განათებულ ეკრანს ღამით, თვალები სერიოზულად ზიანდება.

 

როგორ მოვიქცეთ?

 

ნეგატიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად ყველაზე იოლი გზა მობილურის ღამით გამორთვაა. ან გამორთეთ ინტერნეტი, რათა გამოსხივება შეამციროთ.

 

არის სხვა გზაც, თუმცა ნაკლებად ეფექტური - ტელეფონი მოშორებით დაიდეთ. მინიმალური მანძილი 1,5-2 მეტრია. რაც უფრო შორს, მით უკეთესი. მაღვიძარად კი ჩვეულებრივი საათები იხმარეთ. ახალგაღვიძებული მობილურს მაინც არ დაეტაკებით. არავითარ შემთხვევაში ტელეფონი არ ამოიდოთ თავქვეშ, მით უმეტეს დასატენად ჩართული, შესაძლოა, დენმა დაგარტყათ ან აალება მოხდეს. დაფიქსირებულია ლეტალური შედეგებიც.

 

ყურადღებით იყავით დღისითაც

 

ეცადეთ, ტელეფონზე დიდხანს არ ისაუბროთ, ყოველმხრივ კარგია - დროის ეკონომიის გარდა, ორგანიზმს ააცილებთ ზედმეტ გამოსხივებას და სასმენ ნერვსაც ზედმეტად არ დატვირთავთ. ეცადეთ, საუბრისას აპარატი ერთი ყურიდან მეორეზე გადაიტანოთ.

 

კარგი იქნება, თუ ტელეფონს თავისგან მოშორებით დაიჭერთ და ისარგებლებთ სპეციალური აქსესუარებით.

 

ნუ მიაჩვევთ ბავშვებს ტელეფონის სათამაშოდ გამოყენებას.

 

არ ატაროთ მობილური გულთან ახლოს. მამაკაცებმა გაითვალისწინონ, რომ ყველაზე ცუდი ადგილი მობილურის სატარებლად შარვლის ჯიბეა.

 

ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სიმხნევე, აერიდოთ დეპრესიას და სხვა ნეგატიურ შედეგებს, ამასთან ძალიანაც არ დაშორდეთ საყვარელ მობილურს.

 

 

big_banner
არქივი