logo_geo
ცნობილი მილიარდერი მამაკაცების ციტატები
- +

29 მაისი. 2018. 02:22

 

სხვისი ადამიანების გამოცდილება შესაძლოა სასარგებლო გახდეს, მითუმეტეს, როცა ეს გამოცდილება მილიარდერების ან წარმატებული ადამიანებისაა.

 

გთავაზობთ მილიარდერი მამაკაცების ციტატებს, რომლებიც მრავალწლიან გამოცდილებასა და ფინანსურ საქმიანობაზეა დაფუძნებული.

 

უორენ ბაფეტი. ფინანსისტი. ქონება დაახლოებით 44 მილიარდი დოლარი. მისი ციტატები ძირითადად ინვესტიციებს ეხება.

 

- მხოლოდ ის უნდა იყიდოთ, რისი ქონაც გაგიხარდებათ. მიუხედავად იმისა, შეძლებთ თუ არა მის გაყიდვას 10 წლის განმავლობაში.

 

- უკეთესია შეიძინოთ საოცარი კომპანია დამაკმაყოფილებელ ფასად, ვიდრე დამაკმაყოფილებელი კომპანია საოცრად ფასად.

 

- არ ღირს აქციათა საქმის დაწყება, თუ არ ხართ მზად უყუროთ როგორ ეცემა მათი ფასი 50 პროცენტით.

 

- კრიზისები არ მანაღვლებს. ჩემთვის ესაა შესაძლებლობა ვიყიდო დროებით გაიაფებული პერსპექტიული კომპანიები.

 

ჯორჯ სოროსი. ფინანსისტი. ქონება დაახლოებით 22 მილიარდი დოლარი.

 

- მდიდარი ვარ იმის გამო, რომ ვიცი, როცა არასწორი ვარ. ყველა სირთულეს გავუმკლავდი, რადგან ჩემი შეცდომები დროულად ვაღიარე.

 

- ბიზნესი არც ისეთი რთულია, როგორც ყველას ჰგონია. ჩვეულებრივი ადამიანები საკმაოდ ნორმალურად შოულობენ ფულს ბიზნესში, მაგრამ როცა ადამიანი ჭკვიანია და თავს ბოლომდე ბიზნესს მიუძღვნის, მაშინ ის ბევრს მიაღწევს.

 

- ყველაფრის დაკარგვის შიში არ მაქვს, რადგან მაქვს თავი, ხოლო მასში ძალიან კარგი ტვინია.

 

სტივ ჯობსი. ბიზნესმენი. მის სიკვდილამდე ჯობსის ქონება 8.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო Apple-ს ფასი ნახევარ ტრილიონ დოლარს აღწევს.

 

- როცა კრეატიულ ადამიანს ეკითხებიან, როგორ გააკეთა ეს, ის დანაშაულის გრძნობას განიცდის, რადგან სინამდვილეში მას არაფერი გაუკეთებია, მან უბრალოდ სხვებზე ადრე შეამჩნია და ამაზე უფრო მეტი იფიქრა.

 

- ადამიანები ცდილობენ ყველაზე მდიდარი გვამები გახდნენ სასაფლაოზე.

 

გენრი ფორდი. ბიზნესმენი და გამომგონებელი. მიმდინარე დოლარის კურსის მიხედვით სიკვდილის მომენტამდე მისი ქონება 188 მილიარდი დოლარი იყო.

 

- ისინი, ვისაც უიღბლობის ეშინიათ, თავიდანვე თავს იზღუდავენ.

 

- თავად დაჩეხე შეშა - ორჯერ გათბები.

 

ჯონ დევისონ როკფელერი. ბიზნესმენი. ქონება სიკვდილის მომენტამდე 318 მილიარდი დოლარი.

 

- თქვენი წარმატება და კეთილდღეობა მხოლოდ თქვენ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

 

- სამ რამეზე არ შეიძლება ფულის დაზოგვა: რეკლამა, დაზღვევა და უსაფრთხოება.

 

- ფული სარგებელ მოიტანს თუ გეცოდინებათ სად ჩადოთ ის.

 

 

 

big_banner
არქივი