logo_geo
ილია რეპინის დაზიანებული ტილოს ფოტო გამოქვეყნდა
- +

29 მაისი. 2018. 11:54

 

 

25 მაისს მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეაში მისულმა ადამიანმა ილია რეპინის ცნობილი ტილო „ივანე მრისხანე და მისი შვილი ივანე“ დააზიანა (ის ასევე ცნობილია „ივანე მრისხანე კლავს თავის შვილს“ სახელით). ეჭვმიტანილმა ნახატი სამ ადგილას დააზიანა.

 

რუსეთის კულტურის სამინისტრომ და ტრეტიაკოვის გალერეამ საკანონმდებლო ორგანოს ჯარიმის გამკაცრების თხოვნით მიმართა. კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი განმარტავს, რომ საჭიროა, შესაბამისმა ორგანოებმა ყველაზე მძიმე სასჯელი იმ მოქალაქეს დააკისრონ, რომელიც რეპინის ნახატის დაზიანებაშია ეჭვმიტანილი.

 

ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის დროს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი