logo_geo
„უფალო მასწავლე პატარა ნაბიჯებით სვლის ხელოვნება“ - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის დაწერილი ლოცვა…
- +

31 დეკემბერი. 2016. 14:52


 


ლოცვა დაწერილია ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის მიერ, მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში. იგი შეგვახსენებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს და ღრმად აღწევს სულსა და გონებაში.


უფალო, ვითხოვ არა სასწაულებს და მირაჟებს, არამედ ძალას ყოველი დღისთვის. მასწავლე პატარა ნაბიჯებით სვლის ხელოვნება.

 

მაქციე მე დაკვირვებულად და საზრიანად, რათა ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვნება დაეფუძნოს იმ აღმოჩენებს და გამოცდილებას, რაც მე მაღელვებს.

 

მასწავლე მე საკუთარი ცხოვრების დროის სწორად განკარგვა. მომანიჭე ზუსტი ალღო, რათა გავარჩიო მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვნისგან.

 

გთხოვ, მომცე ძალა თავშეკავებისა და ზომები საიმისოდ, რომ ცხოვრებაში არ ვიფარფატო და ვისრიალო, არამედ ჭკვიანურად დავგეგმო დღე, რათა დავინახო მწვერვალები და სიშორეები, და იშვიათად მაინც მომეცეს შესაძლებლობა, დავტკბე ხელოვნებით.

 

დამეხმარე, შევიგნო, რომ ოცნებები საშველი არ არის - არც ოცნება წარსულზე, არც მომავალზე. დამეხმარე, ვიყო აქ და ახლა და მივიღო ეს წუთი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.

 

მიხსენ მე გულუბრყვილო რწმენისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეუფერხებლად უნდა იყოს. მომეცი იმის ნათელი შეცნობა, რომ სირთულეები, მარცხი, დაცემა და წარუმატებლობები, ცხოვრების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილებია, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვიზრდებით და ვჭკვიანდებით.

 

შემახსენე, რომ გული ხშირად კამათობს გონებასთან.

 

მიმავლინე მე საჭირო მომენტში ვინმესთან, ვისაც ეყოფა ვაჟკაცობა, მითხრას სიმართლე, მაგრამ თქვას ის სიყვარულით!

 

ვიცი, რომ ჩემი ზოგიერთი პრობლემა თავისთავად მოგვარდება. ასე რომ, მასწავლე მე მოთმინება.

 

შენ იცი, რა ძალიან ვსაჭიროებთ ადამიანები მეგობრობას. ღირსი გამხადე ბედის ამ ულამაზესი და უნაზესი საჩუქრის.

 

მომანიჭე მე მდიდარი ფანტაზია, რათა საჭირო მომენტში, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, მდუმარებით თუ საუბრით, მივცე ვინმეს აუცილებელი სითბო.

 

მაქციე ადამიანად, რომელსაც შეუძლია მისწვდეს მათ, ვინც ყველაზე „დაბლაა".

 

დამიცავი მე ცხოვრებაში რამის გამოტოვების შიშისგან.

 

მომანიჭე არა ის, რაც საკუთარი თავისთვის მსურს, არამედ ის, რაც აუცილებლად მჭირდება.

 

მასწავლე პატარა ნაბიჯებით სვლის ხელოვნება."



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი