logo_geo
გაირკვა რა გავლენას ახდენს გონებაზე მუსიკის და უცხო ენის სწავლა
- +

29 მაისი. 2018. 20:24

 

 

კანადელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტების შედეგად დაასკვნეს, რომ უცხო ენისა და მუსიკის სწავლა თავის ტვინის უკეთ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ექსპერიმენტში მონაწილე ის ადამიანები, რომლებიც ერთზე მეტ უცხო ენას ფლობდნენ ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა იცოდნენ, მიცემულ დავალებას უფრო მარტივად ართმევდნენ თავს, ვიდრე ის ადამიანები, რომლებმაც არც უცხო ენა და არც მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა არ იცოდნენ. კვლევის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.

 

კვლევაში 19-დან 35 წლამდე ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებიც სამ კატეგორიად დაყვეს: ინგლისურად მოსაუბრე არამუსიკოსები; მუსიკოსები, რომლებიც მხოლოდ ინგლისურად საუბრობდნენ და ორ ენაზე მოსაუბრე ადამიანები, რომლებიც არცერთ ინსტრუმენტს არ ფლობდნენ.

 

სპეციალისტებმა ექსპერიმენტში მონაწილეებისთვის, დავალების შესრულების მომენტში მათ თავის ტვინში მიმდინარე აქტივობების ვიზუალიზაციაც შეძლეს.

 

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ მუსიკალური განათლებისა და ენების მცოდნე ადამიანებს სიბერეში გონებრივი დემენციის ნაკლები რისკები აქვთ. მათი შეფასებით, მუსიკა და უცხო ენა გონების განვითარებას ეხმარება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი