logo_geo
კვლევა - დაბალი შემოსავლის ადამიანები ნაკლებს ეწევიან
- +

31 მაისი. 2018. 00:19

 

„ადამიანები, რომელთაც მცირე შემოსავალი აქვთ, ნაკლებს ეწევიან“, - ამის შესახებ საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ახალ კვლევაში წერია.

 

კვლევის ავტორებმა შეისწავლეს ფრანგი მოსახლეობის მაგალითი; აქ მარტში, ნებისმიერ სიგარეტზე, ერთი ყუთი თამბაქოს ფასი 1 ევროთი გაიზარდა, რის შემდეგაც თამბაქოს გაყიდვების მაჩვენებელი 20%-ით შემცირდა.

 

ფასების მატების ტენდენცია საფრანგეთში გასული წლიდან დაიწყო და როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ერთი წლის განმავლობაში, საფრანგეთში 1 მილიონმა ადამიანმა მოწევას თავი დაანება.

 

საფრანგეთი 2020 წლამდე ერთ ყუთ სიგარეტზე ფასის 10 ევრომდე გაზრდას გეგმავს.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დაახლოებით 1.1 მილიარდი ადამიანი პლანეტაზე - დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 15% მწეველია. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, მოწევა ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტ ადამიანს კლავს.

 

რაც შეეხება საქართველოს: საქართველოში კაცების 57% მწეველია, ყოველ წელს კი ორმაგდება მწეველ ქალთა რიცხვი. სკოლაში ყოველი მეოთხე თამბაქოს მომხმარებელია. საქართველოში ყოველწლიურად 11 000 ადამიანი თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო იღუპება. აქედან ორი ათასზე მეტი არამწეველია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი