logo_geo
კვლევა: პროტეინები კაცებში გულის უკმარისობას იწვევს
- +

31 მაისი. 2018. 17:28

 

 

პროტეინი, იგივე ცილა, ორგანული ნივთიერებაა, რომლებიც ამინომჟავების ჯაჭვისაგან შედგება. სწორედ პროტეინები შეადგენენ კუნთოვანი ქსოვილის საფუძველს. პროტეინი ყველაზე გავრცელებული სპორტული კვების დანამატია. „American Heart Association“-მა გამოაქვეყნა ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც, პროტეინმა, შესაძლოა, კაცების ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

 

მკვლევარებმა შეისწავლეს 2 400-ზე მეტი 42-60 წლის კაცი. მათ 4 დღის განმავლობაში, მათთვის ჩვეული რეჟიმით, სასურველი საკვების მიღება შეეძლოთ. აღმოჩნდა, რომ მათგან 330-ს გულის უკმარისობა ჰქონდათ. როგორც აღმოჩნდა, კვლევის პერიოდში ისინი 109 გრამ ცილას მიირთმევდნენ.

 

გულის უკმარისობის დროს ორგანიზმში შემდეგი პროცესები ვითარდება - ქვეითდება გულის შეკუმშვის უნარი, მცირდება ორგანიზმისთვის სისხლის მიწოდება, სისხლი ორგანოებსა და ქსოვილებში გუბდება.

 

ცილებით მდიდარია ქათმის ხორცი, საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი