logo_geo
„ვინი პუჰისთვის“ დახატული რუკა $200 ათასად იყიდება
- +

1 ივნისი. 2018. 16:47

 

ვინი პუჰის „ასი აკრის ტყის“ რუკა „სოთბის“ აუქციონზე 200 ათას დოლარად იყიდება. რუკა ილუსტრატორ ერნესტ შეპარდის მიერაა შექმნილი.

 

შეპარდმა რუკა 1926 წელს დახატა. ბოლოს ის 1970 წელს $2 200-ად გაიყიდა.

 

ვინი პუჰი მწერალ ალან მილნის წიგნების პერსონაჟია წიგნებიდან „ვინი პუჰი“ (1926) და „სახლი პუჰის კუთხეში“ (1928). პუჰის შესახებ ლექსი მილნმა აგრეთვე გამოაქვეყნა საბავშვო წიგნში „როდესაც ძალიან პატარები ვიყავით“ (1924) და წიგნში „ახლა ექვსი წლის ვართ“.

 

ოთხივე წიგნის ილუსტრატორი ერნესტ შეპარდია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი