ჩინური აპლიკაციების გადმოსაწერი ბაზისთვის Google-მა Files Go შექმნა. ის სმარტფონებს ყოველგვარი ვირუსებისა და გამოუსადეგარი ფაილებისგან გათავისუფლების საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ Files Go ჩინეთისთვის Google-ის მიერ წარმოებული მეორე აპლიკაციაა. გასულ წელს კონცერნმა ჩინელ მომხმარებლებს Google Translate შესთავაზა.
შეგახსენებთ, ჩინეთის მარეგულირებელმა უწყებამ Google-ს ადგილობრივ ბაზარზე მთელი რიგი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების უფლება 2010 წელს მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც კომპანიამ უარი განაცხადა, დამორჩილებოდა ცენზურას და ძიების შედეგები მომხმარებლებისთვის ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად მიეწოდებინა.
Google-ის საძიებო სისტემა, ისევე როგორც Google Market, ელ-ფოსტა და ღრუბლოვანი (Cloud) სერვისები ჩინელი მომხმარებლისთვის ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი.