logo_geo
როგორ იქმნებოდა თსუ-ს ბიბლიოთეკა საზოგადოებისგან შემოწირული წიგნების ხარჯზე
- +

3 ივნისი. 2018. 18:48

 

 

მე-20 საუკუნის დასაწყისში სტუდენტობას სამეცნიერო მუშაობა უმძიმეს პირობებში უხდებოდა, რასაც სათანადო ლიტერატურის არქონა კიდევ უფრო ამძიმებდა.

 

სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეურნეო დარგის საკულტურო კავშირს 1921 წელს ხალხისათვის ამ მხრივ დასახმარებლად მოუწოდებია:

 

„ვინ არ უწყის, თუ რა მძიმე პირობებში უხდება თბილისში მყოფ სტუდენტობას სამეცნერო-საკულტურო მუშაობა: მძიმე და აუტანელია მისი ეკონომიური მდგომარეობა. მაგრამ სტუდენტობა ამას ჩვეული იყო და დღესაც ჩვეულებრივის ბრძოლით იტანს ასეთ მდგომარეობას; ამას გარდა სტუდენტობა დღეს დამშეულია წიგნებით და ამის ატანას ის ვერ შეძლებს. ამიტომ სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეურნეო დარგის სტუდენტთა კავშირი მოგმართავთ საზოგადოებას უმორჩილესის თხოვნით დაგვეხმაროთ ამ მხრივ და შემოგვწიროთ უმთავრესათ სამეცნიერო წიგნები. მეტად სწყურია ჩვენ ბიბლიოთეკას საბუნებისმეტყველო, სამეურნეო სახელმძღვანელო თუ სხვა გვარი წიგნები.

 

ყოველივე დახმარება ამ მხრივ უმნიშვნელო წიგნები, თუ ფულის სახით დიდი მადლობით იქნება მიღებული კავშირის მიერ.

 

შემოწირულობა მიიღება უნივერსიტეტის კანცელარიაში ყოველ დღე 5-6 საათამდე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 1921 წელს, გაზეთი „საქართველო“ აქვეყნებს. (სტილი დაცულია).

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი