logo_geo
10 ადგილი, სადაც ახალ წელს აუცილებლად უნდა შეხვდეთ!
- +

2 იანვარი. 2017. 14:15

 


ახალი წელი ყველაზე მასშტაბურ დღესასწაულად ითვლება. ყველა ქვეყანაში ამ დღესასწაულს განსხვავებულად ხვდებიან. ტრადიციის მიხედვით, მსოფლიოში ხალხის უმეტესობა შობა-ახალ წელს ოჯახთან ერთად ხვდება. თუმცა, არსებობენ ისეთები, რომლებსაც მოგზაურობა უყვართ და ახალი წლის შეხვედრა სამშობლოსგან მოშორებით ურჩევნიათ. წარმოგიდგენთ 10 ადგილს მსოფლიოში, სადაც ყველაზე განსხვავებულად შეგიძლიათ შეხვდეთ ახალ წელს.


სიდნეი, ავსტრალია

 

Description: C:UserslivenewsDesktopSydney-New-Years-Fireworks.jpg

 

 

 

 

ავსტრალიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში ყველაზე კარგად იციან, როგორ აღნიშნონ ახალი წელი. პენსიონერებისთვის, ბავშიანი წყვილებისთვის, მოგზაურებისთვის, აქ ყველასთვის არის რაღაც, რაც მათთვის ამ დღესასწაულს დაუვიწყარს გახდის. მთავარი ადგილი, რა თქმა უნდა, სიდნეის ოპერის თეატრია, რომელიც ზუსტად ღამის 12 საათზე საახალწლო ფოიერვერკით იფერება. საშუალო და დიდი ზომის გემებზე ბარები და რესტორნებია განთავსებული. ახალი წლის შესახვედრად ავსტრალიაში მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ჩადის.


ტოკიო, იაპონია

 

Description: C:UserslivenewsDesktopnew_year_destination_651310.jpg

 

 

 

ტოკიოში ახალ წელს არა მარტო 31 დეკემბერს, არამედ მთელი კვირის განმავლობაში აღნიშნავენ. საახალწლო დღესასწაული 29 დეკემბრიდან იწყება და 4 იანვრამდე გრძელდება. ფოიერვერკების, ტრადიციული ცეკვისა და სიმღერის გარდა, ტოკიოში აუცილებლად უნდა მიირთვათ საახალწლო კერძი, Toshikoshi Soba. ტოკიოში ახალი წლის დადგომას უზარმაზარი ზარის ხმა გაცნობებთ, ეს ხმა კი მთელს ქალაქში ისმის.


კოჰ ფანგანი, ტაილანდი

 

Description: C:UserslivenewsDesktopFullmoon_credit-Islandinfokohsamui.jpg

 

 

 

ცეკვისა და გართობის მოყვარულთათვის ტაილანდის კუნძული კოჰ ფანგანი საუკეთესო ადგილია. აქაურობა ცნობილია სავსე მთვარის დღესასწაულების აღნიშვნით. ახალი წლისთვის კი, 50 000-მდე ადამიანი ერთ წვეულებაზე იკრიბება.


ედინბურგი, შოტლანდია

 

Description: C:UserslivenewsDesktopwinter-wonderland.jpg

 

 

 

საახალწლოდ ედინბურგი ქუჩებში უამრავი გასართობი, ცოცხალი მუსიკა და საჭმელ-სასმელია. ედინბურგში ერთი უცნაური ტრადიციაც აქვთ, ოჯახში ახალი წლის ღამეს პირველად მუქი ფერის კანის მთვრალი ადამიანი უნდა შევიდეს. ახალ წელს შოტლანდიაში რამდენიმე დღე აღნიშნავენ, თუმცა ძირითადი ღონისძიებები 30 და 31 დეკემბერს იმართება.


პარიზი, საფრანგეთი

 

Description: C:UserslivenewsDesktopParis-New-Years-Eve.jpg

 

 

 

საფრანგეთი ახალი წლის აღსანიშნავად განსაკუთრებულად ემზადება. პარიზს შეყვარებული წყვილების გარდა, მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან სტუმრობენ. ყოველწლიურას ეიფელის კოშკზე ულამაზესი ფოიერვერკების შოუ ეწყობა. კოშკთან შეკრებილი ხალხი ახალი წლის დადგომამდე ათიდან უკუთვლას იწყებს.


ბარსელონა, ესპანეთი

 

 

 

 

ბარსელონაში ახალ წელს სახლში ხვდებიან, 12 საათზე კი 12 მარცვალს ჭამენ, სურვილს ჩაიფიქრებენ, შემდეგ კი იწყებენ ახალი წლის აღნიშვნას. ვინც ამ ქალაქში ნამყოფია, ისედაც იცის, რომ ბარსელონას განსაკუთრებული ენერგია აქვს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჭამა ჩველებრივი ამბავია, ახალ წელს კი ენერგიასთან ერთად საჭმელ-სასმელიც ორმაგდება, ახალი წლის ღამეს კი, ათასობით კლუბი, ბარი და რესტორანი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.


რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია

 

Description: C:UserslivenewsDesktopNew-Years-Eve-Rio.jpg

 

 

 

ბარსელონას მსგავსად, ენერგია არც რიო-დე-ჟანეიროს აკლია. მოსახლეობის უმეტესობა 12 საათს სანაპიროზე ხვდება. აქვე ეწყობა ფოიერვერკების ულამაზესი სანახაობა. ბრაზილიური მუსიკის ჰანგები და სხვა ჟანრის მუსიკა, რომელიც სანაპიროზე მთელი ღამის განმავლობაში ჟღერს, ჩაძინების საშალებას არ მოგცემთ.


ნიაგარას ჩანჩქერი, ონტარიო, კანადა

 

Description: C:UserslivenewsDesktopاحتفالات ليلة رأس السنة الجديدة (9) شلالات نياجارا ، كندا.jpg

 

 

 

ერთ დღეში ყველაზე მეტი ხალხი ნიაგარას ჩანჩქერს სწორედ ახალ წელს სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ ახალ წელს გარეთ ყინავს, განსაკუთრებით კი ჩანჩქერზე და, მიუხედავად იმისა, რომ კანადაში უამრავი ადგილია, სადაც მხიარულად შეგიძლიათ გაატაროთ ახალი წელი, ხალხის უმეტესობა ამ დღეს მაინც ნიაგარას ჩანჩქერზე ხვდება. ჩანჩქერი რამდენიმე ფერადაა განათებული, ფოიერვერკების შოუც აქვე ეწყობა.

 

ლას-ვეგასი, აშშ

 

Description: C:UserslivenewsDesktopLas-Vegas-New-Years-Eve-Fireworks.jpg

 

 

 

ლას-ვეგასი არის ქალაქი, სადაც არა მარტო ახალი წლის, არამედ ნებისმიერი მოვლენის აღნიშვნა საუკეთესოდ შეგიძლიათ. შუაღამის დადგომასთან ერთად ფოიერვერკებს ერთდროულად შვიდი უდიდესი სასტუმროს და კაზინოს სახურავიდან უშვებენ. ახალი წლის საღამოს ყველა დაწესებულება საკუთარ სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობს, თუმცა ყველაზე დიდი შოუ და დღესასწაული ლას-ვეგასის ქუჩებშია.


ნიუ-ორკი, აშშ

 

Description: C:UserslivenewsDesktopimage.jpg

 

 

 

Times Square-ზე ახალი წლის აღნიშვნას უკვე 100-წლიანი ტრადიცია აქვს. ახალ წელს ამ ადგილზე მილიონამდე ადამიანი ხვდება, ამდენივე ადამიანი კი ტელევიზიით ადევნებს თვალ-ყურს გიგანტური ბურთის ანთებას. რაც შეეხება ღამის გართობას, ნიუ-ორკი ისედაც არის ქალაქი, რომელსაც არ სძინავს. 


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი