logo_geo
რატომ გამოყო კადრში ენა აინშტაინმა? - ერთი ფოტოს ისტორია
- +

6 ივნისი. 2018. 15:33

 

 

ალბერტ აინშტაინის ყველაზე ცნობილი ფოტო, რომელზეც გენიალურ ფიზიკოსს ენა აქვს გამოყოფილი, ალბათ, ყველას უნახავს (თუმცა არა სრული ფორმატით). ეს კადრი 1951 წლის 14 მარტსაა გადაღებული მეცნიერის 72 წლის აღსანიშნავ იუბილეზე.

ამ დღეს ცნობილ ფიზიკოსს თითქმის ყველა გამომცემლობა, ყველა ჟურნალის რედაქცია სათითაოდ უღებდა ფოტოებს, რის გამოც ის ძალიან დაღლილი და გაღიზიანებული იყო.



ლეგენდარული ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე წამით ადრე 

ფოტოგრაფი არტურ ზასე აინშტაინს მანქანაში ჩაჯდომის შემდეგაც არ მოეშვა, ფოტოაპარატი მიუშვირა და გაღიმება სთხოვა. მეცნიერმა გაღიმების ნაცვლად, ენა გამოუყო. შემდეგ კი ფოტო ისე მოეწონა, რომ ყველა თავის ნაცნობს გაუგზავნა წარწერით: ''მოგეწონებათ ეს ჟესტი. იგი მთელი კაცობრიობისთვის არის განკუთვნილი''. 



2009 წელს ეს ორიგინალური კადრი აუქციონზე 74 324 დოლარად გაიყიდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი