logo_geo
„იმ დღეს კახელებმა მარადისობის კარიბჭე შელეწეს და უკვდავებას ეზიარნენ!“
- +

11 ივნისი. 2018. 20:36

 

1649 წელს ყიზილბაშებმა და მოღალატე ქართველებმა კახეთის დაპყრობა განიზრახეს. უღლისს მტერთან შესარკინებლად მცირერიცხოვანი რაზმით დადგა თეიმურაზ პირველი და თავადებს საბრძოლველად მოუწოდა. ყველა განუდგა მეფეს , გარდა რევაზ ჩოლოყაშვილისა, რომელიც თავისი მხედრობისა და ორი მცირეწლოვანი ვაჟის თანხლებით ეახლა თეიმურაზს. გამთენიას ბრძოლა დაიწყო. პირველივე ტყვიამ მკერდი შეულეწა რევაზ ჩოლოყაშვილს. ჩოლოყაშვილმა იგრძნო სიკვდილი, ხვდება უკანასკნელი სარდლის დაღუპვა გასტეხს კახელებს. მკერდზე მანტო შემოიხვია, ცხენიდან ჩამოხტა, ჩვილი შვილები აამხედრა, ცხენს მათრახი გადაჰკრა და მტერზე მიუშვა. სარდლის მიერ შვილების საქართველოსთვის შეწირვით აღფრთოვანებული კახელები ლომებივით ეკვეთნენ ყიზილბაშებს ,ჩოლოყაშვილის იარა ვერც კი შეამჩნიეს. რევაზი მარტოდ მდგარ თეიმურაზს მიეახლა, რაინდულად თაყვანისცა: „მომიტევე გტოვებო !’ -ბებერ მუხას მოეფარა და აღესრულა!

იმ დღეს კახელებმა მარადისობის კარიბჭე შელეწეს და უკვდავებას ეზიარნენ !

 

 

 

big_banner
არქივი