logo_geo
მოგზაურობას გეგმავთ? - ნახეთ ჩინური ქალაქი, რომელიც მცენარეებმა შთანთქეს
- +

15 ივნისი. 2018. 02:43

 

 

დღეს ერთ პატარა, ჩინურ, ზღვისპირა ქალაქზე, ჰაუტაუვანზე მოგიყვებით. ადამიანები აქ 1950 წლიდან დასახლდნენ და ძირითადად თევზჭერით ირჩენდნენ თავს. მაშინ, როდესაც ქალაქი ჯერ კიდევ ყვაოდა, ჯამში 2000-ზე მეტი მოსახლე ჰყავდა.

 

დროთა განმავლობაში, გაზრდილი მოთხოვნილებებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მიზეზების გამო, ადამიანებმა ამ პატარა ქალაქზე უარი თქვეს და მეზობელ კუნძულებზე, შედარებით დიდი დასახლებებისკენ დაიწყეს გადაბარგება.

 

1990 წელს, ჰაუტაუვანი უკეთესი სამსახურისა და საცხოვრებელი პირობების ძიების გამო, უკანასკნელმა მცხოვრებმა დატოვა და ქალაქ მოჩვენებად საბოლოოდ გადაიქცა.

 

იდუმალი ადგილის, საკმაოდ ტრაგიკული ისტორია კი ბოლო წლებში ძალიან უცნაურად განვითარდა, რადგან მას ბუნება დაეპატრონა და მწვანე მცენარეებში გახვეული, მიტოვებული სახლები ახლა უკვე ტურისტების ყურადღების ცენტრში მოექცა.

 

ნახეთ როგორ გამოიყურება მიტოვებული ქალაქი, რომელიც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თავისი განუმეორებელი სილამაზის გამო, ნებისმიერი მოგზაურისთვის, საოცნებო დანიშნულების ადგილს წარმოადგენს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი