logo_geo
ანტარქტიდაზე ბოლო 25 წელიწადში 3 ტრილიონი ტონა ყინული გადნა და ამდენივე აისბერგის სახით მოსწყდა
- +

16 ივნისი. 2018. 16:33

 

 

ანტარქტიდამ, გლობალური დათბობის შედეგად, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში 3 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა. ეს არის კუბი ზომებით 300 კმ სიგრძე, 1 კმ სიგანე და 100 მ სიმაღლე.

 

უმთავრესი პრობლემა კი ისაა, რომ პროცესები დაჩქარებულია. გამდნარი წყალი ოკეანეში ხვდება, რაც მის დონეს ნელა, წელიწადში 0.6 მილიმეტრით, მაგრამ მაინც სწევს. ეს მაჩვენებელიც 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა.

 

ჯერჯერობით დნობა მხოლოდ სანაპირო ტერიტორიაზე ხდება, უმოქმედობის შემთხვევაში კი მისი სიღრმეებში გადანაცვლებაც არის მოსალოდნელი.

 

გარდა ყინულის დნობისა ანტარქტიდას პერიოდულად აისბერგებიც წყდება, რომლებიც მსოფლიო ოკეანეში წლობით განაგრძობენ ცურვას და ნელ-ნელა პატარავდებიან. ზოგ შემთხვევაში აისბერგი გამორჩეული ზომისაა. ერთ-ერთი ასეთი იყო 2017 წელს ლარსენის მყინვარიდან მოწყვეტილი აისბერგი, მასით ტრილიონი ტონა, რომლის ფართობიც ლონდონისას 4-ჯერ აღემატებოდა.

 

 

 

გარდა იმისა, რომ ზღვის დონე მატულობს, რაც ასობით ქალაქს და ასეულობით მილიონ ადამიანს დატბორვით ემუქრება, ყინულის დნობა გლობალურ დათბობას კიდევ უფრო აჩქარებს, რადგან ყინული მზის სხივებს ირეკლავს, წყალი კი შთანთქავს, რაც შემდგომ პლანეტის საშუალო ტემპერატურის მატების მიზეზი ხდება.

 

პრობლემის მოგვარების უმთავრეს წყაროდ ენერგოეფექტურობა და განახლებად ენერგიაზე გადასვლა სახელდება. 2025 წლისთვის მოსალოდნელია განახლებადი და წიაღისეული საწვავით მიღებული ენერგიის, ასევე ავტომობილისა და ელექტრომობილის ფასების გათანაბრება, გარდამტეხ მომენტად სწორედ ეს პერიოდი მიიჩნევა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი