logo_geo
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ხელოვნურმა ინტელექტმა დაასახელა
- +

16 ივნისი. 2018. 22:05

 

 

100 000 სიმულაციაზე დაყრდნობით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულის საკუთარი პროგნოზი ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთა.

 

წინა შეჯიბრებების სტატისტიკურ მონაცემთა ბაზისა და ხელოვნური ინტელექტის სამი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდება.

 

სტატისტიკის მოსამზადებლად მათ სამი სხვადასხვა მეთოდი გამოიყენეს: პუასონის რეგრესია (მრავალი სხვადასხვა ვარიანტის ინტერპრეტირება), რანჟირების მეთოდი (თითოეული გუნდის ამჟამინდელი სიძლიერის შეფასება) და ე. წ. random forest-ის მიდგომა.

 

განსხვავებულია ფინანსური ჯგუფის Goldman Sachs-ის ხელოვნური ინტელექტის პროგნოზი.  წინასწარი გაანგარიშებით, მსოფლიო ჩემპიონატს წელს ბრაზილია მოიგებს. მას ფინალში გერმანია დაუპირისპირდება. პროგნოზის თანახმად, ნახევარფინალში იასპარეზებენ პორტუგალია და საფრანგეთი. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ალგორითმს თუ მივენდობით, მუნდიალს მეოთხედფინალიდან არგენტინა და ესპანეთი გამოეთიშებიან.

 

საფეხბურთო მატჩების ანგარიშების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ გვერდზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი