logo_geo
ბრიტანეთის 92 წლის დედოფლის 9 ყველაზე უცნაური პრივილეგია
- +

18 ივნისი. 2018. 00:50

 

ბრიტანეთის ამჟამინდელ მონარქს, დედოფალ ელიზაბეტს მრავალი უცნაური და საინტერესო პრივილეგია თუ საკუთრება გააჩნია. გადავხედოთ როგორია 92 წლის ქალბატონის ცხოვრება სამეფო კარზე.

 

  1. მას შეუძლია მოწმობის გარეშე ატაროს მანქანა.

 

დედოფალი დიდ ბრიტანეთში ერთადერთი ადამიანია, ვისაც ამის პრივილეგია აქვს, თუმცა მან ტარება ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს ისწავლა, როცა პირველადი დახმარების პუნქტში მსახურობდა.

 

  1. დედოფალს მოგზაურობისთვის პასპორტი არ სჭირდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ სამედო ოჯახის დანარჩენი წევრები ვალდებულნი არიან, რომ მოგზაურობისას პასპორტი იქონიონ, დედოფალი ამ საჭიროებისგანაც თავისუფალია.

 

  1. დედოფალი დაბადების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს.

 

ელიზაბეტის ოფიციალური დაბადების თარიღი 21 აპრილსაა, ხოლო მეორე, რომელსაც ასევე დიდი ცერემონიით აღნიშნავს, ივნისში.

 

  1. მას პირადი ბანკომატი აქვს.

 

მოწყობილობა დედოფალს ბუკინგემის სასახლეში აქვს, რომელიც ბანკის „Coutts“ საკუთრებაა.

 

  1. დედოფალს უამრავი ცხოველი ჰყავს.

 

ძაღლების გარდა დედოფალს უამრავი გედი ჰყავს მდინარე ტემზაში და ყველა დელფინი ბრიტანეთის წყლებში სწორედ მისი საკუთრებაა.

 

  1. ელიზაბეტი გადასახადებს არ იხდის.

 

მიუხედავად ამისა, ელიზაბეტმა 1992 წელს თავად გადაწყვიტა გადაეხადა სახელმწიფო გადასახადები.

 

  1. აკრძალულია დედოფლის დაპატიმრება.

 

დედოფლის გარდა, იმავე პრივილეგიით, სამეფო ოჯახის თითოეული წევრი სარგებლობს.

 

  1. დედოფალს საკუთარი პოეტი ჰყავს.

 

ელიზაბეტის ამჟამინდელი პოეტიო ქეროლ ენ დაფია და აღნიშნულ პოზიციას სამეფოს დამსახურებული პოეტები იღებენ.

 

  1. ელიზაბეტი რელიგიური ხელმძღვანელიცაა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი