logo_geo
6 ყველაზე ხშირი საზაფხულო ტრავმა - როგორ დავეხმაროთ ბავშვს
- +

18 ივნისი. 2018. 02:38

 

რა სახის ტრავმებით აკითხავენ უფრო ხშირად ბავშვები ზაფხულის თვეებში ექიმებს, რას აკეთებენ მშობლები არასწორად და რეალურად როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს?

 

  1. საქანელიდან გადმოვარდა!

 

საქანელა ყველა საბავშვო მოედანზეა. სწორედ საქანელა ხდება ბავშვების თავის ტრავმის ხშირი მიზეზი.

 

რა მოვიმოქმედოთ? პირველ რიგში - დავადოთ ყინული დარტყმულ ადგილას, რათა თავიდან ავიცილოთ ჰემატომა. თუ ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, მაშინ თავი უკან არ გადაუწიოთ, რადგან სისხლი საყლაპავიდან მოხვდება სასუნთქ გზებში, იქიდან - კუჭში. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ღებინება. თავი წინ წარმოაწევინეთ. მოსაზრება, რომ ცივმა კომპრესმა შეიძლება ბავშვის გაციება გამოიწვიოს, მითია.

 

კიდევ ერთი მითი - თუ დარტყმის შემდეგ, თავზე კოპი შეამჩნიეთ, ე. ი. ტვინის შერყევა არ ექნება? ძლიერი ტრავმის შემდეგ აუცილებელია რენტგენის გადაღება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ჰემატომა და დაკარგა თუ არა ბავშვმა გონება.

 

  1. ველოსიპედიდან გადმოვარდნა

 

ველოსიპედიდან და ხიდან გადმოვარდნა ხშირ ტრავმებს მიეკუთვნება. თვალით იმის განსაზღვრა - მოტეხილობაა თუ ნაღრძობია კიდური - არ შეიძლება. ტრავმის სიმძიმის ხარისხი მხოლოდ რენტგენით დგინდება.

 

რა მოვიმოქმედოთ? ხელის თუ ფეხის ტრავმის შემთხვევაში, აუცილებელია ცივი საფენი ისევე, როგორც თავის ტრავმის დროს. ეს დაეხმარება შეშუპების მოხსნაში. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია რენტგენის გადაღება.

 

  1. მუხლების გადატყავება

 

ალბათ, ნებისმიერი უფროსისთვის ნაცნობია ეს მდგომარეობა. ასეთი ტრავმა ზაფხულში - ჩვეული მოვლენაა. მაგრამ, თუ ჭრილობა ღრმა და სისხლმდენია, მხოლოდ ბავშვის შეცოდება არაფერს მოგვცემს.

 

რა მოვიმოქმედოთ? ჭრილობა გავასუფთაოთ ჭუჭყისგან წყალბადის ზეჟანგში დასველებული ბამბის ტამპონით. ზევიდან შეიძლება გადავახვიოთ სპეციალური ანტისეპტიური სახვევი ან პლასტირი, რომელიც დაიცავს მიწებებისგან.

 

არ შეიძლება ასეთი ჭრილობის იოდით ან ბრილიანტის მწვანით დამუშავება. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებული ადგილის დამწვრობა. იოდით შეგიძლიათ მოწმინდოთ არე ჭრილობის ირგვლივ, რათა დავიცვათ ინფექციისაგან. არ მოწმინდოთ ჭრილობა ანტიბაქტერიული მალამოებითა და ფხვნილებით, რადგან გაახანგრძლივებთ შეხორცების პროცესს. ეს საშუალებები შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ ჭრილობა დაჩირქდა და დაიწყო ანთებითი პროცესი. თუ ჭრილობა ღრმაა, მასში დარჩა ჭუჭყის ნაწილები, დაზიანება მოხდა ჟანგიანი მეტალით ან შუშით, მაშინვე მიმართეთ ექიმს. შეიძლება საჭირო გახდეს ვაქცინაცია ტეტანუსზე ან ანტიბიოტიკების მიღება.

 

  1. ხიდან ჩამოვარდნა

 

ბავშვები ხშირად ეჯიბრებიან ერთმანეთს ხეზე აძრომაში - ვინ უფრო მაღლა და სწრაფად აძვრება ხის კენწეროზე. ასეთი გართობა შეიძლება ხიდან ჩამოვარდნით დასრულდეს. სწორედ ამ დროს არის მოსალოდნელი ტრავმები. ყველაზე საშიში - ზურგის დაზიანებაა.

 

რა მოვიმოქმედოთ? თუ ბავშვი დავარდა ზურგით და ვერ ინძრევა, არ გაამოძრაოთ. არ გადაატრიალოთ, არც არაფერი დაუდოთ ზურგის ქვეშ. დაელოდეთ სასწრაფო დამარების ბრიგადას.

 

  1. მდუღარე გადაესხა

 

ასეთი ტრავმებით სასწრაფო დახმარებას უფრო ხშირად პატარა ასაკს ბავშვების მშობლები მიმართავენ.

 

რა მოვიმოქმედოთ? არა აქვს მნიშვნელობა თუ რითია მიყენებული დამწვრობა - ყველა შემთხვევაში დაზიანებული ადგილი შეუშვირეთ ცივ, გამდინარე წყალს. დაივიწყეთ ბებიების რჩევები. მაგალითად - დამწვრობის ადგილას ზეთის წასმა. დამწვრობის ფართობის მიხედვით, მიმართეთ ექიმს, რაადგან შეიძლება აუცილებელი იყოს ჭრილობის დამუშავება.

 

  1. ცხოველის ნაკბენი

 

კბილის გაკვრა შეუძლია როგორც ძაღლს, ასევე კატას. სოფელში შეხვდებით ქათმებს, ზღარბს, ცხენებს... მათი ნაკბენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიშია. ნერწყვთან ერთად ჭრილობაში შეიძლება მოხვდეს ინფექცია: ტეტანუსი, ტოქსოპლაზმოზი და ყველაზე საშიში - ცოფი.

 

რა მოვიმოქმედოთ? პირველ რიგში - დაზიანებული ადგილი უნდა ჩამოიბანოთ საპნით. ღრმა ჭრილობა - ძლიერი წყლის ნაკადით, რათა მასში მოხვედრილი ნერწყვი ჩამოვბანოთ. შემდეგ დაამუშავეთ წყალბადის ზეჟანგით, ჭრილობის გარშემო კი - იოდით. მიმართეთ ექიმს, რადგან შეაფასოს მდგომარეობა და აცრის აუცილებლოს საკითხი დააყენოს.

 

მწერების ნაკბენი არ საჭიროებს ექიმის ჩარევას. თუ ბავშვს უკბინა ფუტკარმა, აუცილებელია ანტიჰისტამინური პრეპატარის მიცემა. ნაკბენის ადგილი მოწმინდეთ ნებისიერი სპირტის შემცველი ხსნარით, რათა თავიდან აიცილოთ ტოქსიურ-ალერგიული რეაქციები. ფუტკრის ნაკბენის ადგილზე შეამჩნევთ ნექტარს, რისი ამოღებაც აუცილებელია.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი