logo_geo
შესაძლებელია თუ არა მშობლიური ენის დავიწყება
- +

18 ივნისი. 2018. 03:47

 

შესაძლებელია თუ არა მშობლიური ენის სრულად დავიწყება? აღმოჩნდა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი დადებითია - „კი, შესაძლებელია!". ამასთან, გაირკვა, რომ ეს შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც მოხდეს. ამის შესახებ BBC Future წერს.

 

მიგრანტების უმრავლესობამ იცის რას ნიშნავს საკუთარი ენის შეგრძნების დაკარგვა. ერთი მხრივ, ბუნებრივიც არის - რაც უფრო შორს ხარ სამშობლოდან, მით უფრო ზარალდება მშობლიური ენის ცოდნა. თუმცა გაირკვა, რომ ეს პროცესი არც ისე მარტივად არის და არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად დიდხანს ცხოვრობს ადამიანი სხვა ქვეყანაში.

 

მშობლიური ენის დავიწყების ერთ-ერთ ფაქტორად ემოციური ტრავმა სახელდება. ესექსის უნივერსიტეტის ლინგვისტი, მონიკა შმიდის განმარტებით, როდესაც ადამიანი მეორე ენის შესწავლას იწყებს, ამ მომენტიდან მის გონებაში ორი სისტემა იწყებს პარალელურად, ერთმანეთისთვის კონკურენციის გაწევას.

 

როგორც მეცნიერები ამბობენ, 12 წლამდე ადამიანებში ენის უნარების შეცვლა, შესაბამისად მისი დავიწყება ადვილად ხდება. თუმცა ზრდასრულებში სიტუაცია სხვანაირად არის.

 

შმიდმა გაანალიზა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გაქცეული გერმანელი ებრაელების მიერ გერმანული ენის ფლობა. აღმოჩნდა, რომ მათ შემთხვევაში ენის დავიწყების მთავარი განმაპირობებელი იყო არა ის, თუ რამდენი ხანი ცხოვრობდნენ სხვა ქვეყანაში ან რომელ ასაკში დატოვეს გერმანია, არამედ ის თუ რა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს ნაცისტების დევნისგან.

 

კვლევისას აღმოჩნდა, რომ იმ გერმანელი ებრაელების დიდი ნაწილი, რომელმაც გერმანია 1938 წლის შემდეგ დატოვა, თითქმის საერთოდ ვეღარ საუბრობდა ამ ენაზე, განსხვავებით მათგან, ვინც გერმანიიდან 1938 წლამდე გადასახლდა.

 

რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური და ემოციური ტრავმა ენის დავიწყების ერთადერთი მიზეზი არ არის.  ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის თუ რომელი ენა დომინირებს ადამიანის გონებაში. ორენოვანი ადამიანის ტვინს რაიმე ნივთის ყურებისას, მაგალითად მაგიდის, უწევს არჩევანის გაკეთება: რომელ ენაზე აღიქვას ეს საგანი გერმანულად "Schreibtisch" თუ ინგლისურად "desk". გონება ამ ორიდან ერთს ირჩევს.

 

კიდევ ერთი ფაქტორი ენისადმი ადამიანის მდგრადობა და მიდრეკილებაა. ის ადამიანები, რომლებიც ახალ ენას ადვილად სწავლობენ, უფრო მარტივად შეუძლიათ მშობლიურის "შენახვა".

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი